რას წარმოადგენს WoW - Warehouse on Wheels?
ეს არის ონვეისა და "Logisticswise“-ის საერთო პროდუქტი - სრული საოპერაციო - სასაწყობე და საკურიერო მომსახურება.
თუ თქვენ აწარმოებთ ან/და ყიდით პროდუქციას ონლაინ, არ გაქვთ საკმარისი სივრცე მარაგების დასაწყობებისთვის ან უბრალოდ არ გაქვთ საკმარისი დრო შეკვეთების მართვისათვის, ჩვენი ახალი სერვისი ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება იქნება თქვენი ბიზნესისთვის.
რას მოიცავს სერვისი “WoW”?
“WoW” სერვისის მთავარი ბენეფიტები:
როგორ მუშაობს სერვისი “WoW”?
პროდუქციის მიღება/დასაწყობება/შენახვა
იმ შემთხვევაში თუ ტვირთი არ არის შეფუთული, ხდება მისი აწონვა, ზომების დადგენა, შესაბამის ყუთში განთავსება, შტრიხკოდის მინიჭება. მიღებული ტვირთის შეყვანა ხდება პორტალზე (https://platform.logisticswise.ge/) შემდეგი პარამეტრებით: დასახელება; ბუღალტრული კოდი; ბარკოდი; რაოდენობა; განთავსების თარიღი; თარო; ყუთი.
ყუთები თავსდება ვერტიკალურ სტელაჟებზე კომპანიების მიხედვით. ტვირთის შენახვა ხდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. საწყობში დამონტაჟებული კამერებით კონტროლდება სრული პერიმეტრი 24/7-ზე. ინვენტარიზაცია ხორციელდება შტრიხკოდების მეშვეობით. თქვენ გაქვთ წვდომა პორტალზე (https://platform.logisticswise.ge/), სადაც შეგიძლიათ არსებული პროდუქციის ნაშთებზე და შეკვეთების ისტორიაზე ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში მიღება.
ტვირთის შენახვის ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის სახეობასა და რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ იჯარას იხდით მხოლოდ ათვისებული ფართიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მარტივად გაზარდოთ ან შეამციროთ თქვენი მარაგები და შესაბამისად - ხარჯები.
პროდუქტის შეფუთვა/გაცემა
თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააფიქსიროთ შეკვეთა ჩვენს პორტალზე (https://platform.logisticswise.ge/) შემდეგი პარამეტრების მითითებით:
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი დამატებითი სერვისებით, როგორიცაა ტვირთის შეფუთვა, ტანსაცმლის დაუთოვება და ა.შ.
შეკვეთის მიღების შემდეგ, ჩვენი საწყობის თანამშრომელები შეაგროვებენ და გაამზადებენ პროდუქციას საბოლოო მომხმარებელთან გასაგზავნად.
ტვირთის დამუშავების და შეფუთვის საფასური დამოკიდებულია პროდუქციის ზომასა და შეფუთვის მოთხოვნებზე. კომერციულ პირობებზე შეთანხმება ხდება წინასწარ.
მიწოდება
სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ტვირთის საწყობიდან გატანის ფუნქციით (ტრანსპორტირების გარეშე).
თუ მიწოდების მეთოდად არჩეულია საკურიერო მომსახურება, ჩვენი გუნდი ამზადებს შეკვეთას საბოლოო მომხმარებელთან მისაწოდებლად. მიმდინარე დღის 4 საათამდე გაფორმებული შეკვეთების მომზადება და გაგზავნა ხდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო მიწოდება მეორე სამუშაო დღიდან მიწოდების ადგილის შესაბამისად.
რა ღირს სერვისი “WoW”?
Ჩვენი სასაწყობე და საკურიერო სერვისების სრული აუთსორსინგი თვეში 156 ლარიდან დაგიჯდებათ.
ტარიფი შედგება ორი კომპონენტისგან: სასაწყობე და საკურიერო მომსახურება.
Სასაწყობე ტარიფების განსაზღვრა ხდება პროდუქტის სახეობის, შეკვეთებისა და დასაწყობებული პროდუქციის რაოდენობიდან გამომდინარე.
Საკურიერო ტარიფები კი შეკვეთის წონასა და მიწოდების წერტილზეა დამოკიდებული. WoW სერვისის ფარგლებში, შეკვეთების რაოდენობის მიუხედავად, ისარგებლებთ შეღავათიანი საკურიერო ტარიფებით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ: 0322 00 48 48 ; info@onway.delivery