წესები და პირობები

წინამდებარე გვერდზე განთავსებული არის ONWAY-ის ვებგვერდის (https://onway.ge/) შემდგომში „ვებგვერდი“ გამოყენების ძირითადი პირობები და წესები.
ვებგვერდის გამოყენების პირობები შემდეგია:
1. ტერმინები 
ონვეი - შპს „ონვეი“ ს/კ 402059419  რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, როსტევანის ქ.#8; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, როსტევანის ქ.#8, ან ასევე, მასთან აფილირებული ან მისი ნებისმიერი შვილობილი იურიდიული პირი; 

ვებგვერდი - ონვეის საკუთრებაში მყოფი ვებგვერდი  www.onway.ge 

პლატფორმა - ვებგვერდზე ჩაშენებული ონვეის ონლაინ პლატფორმა (https://onway.ge/dashboard), 

დამკვეთი / მომხმარებელი - ფიზიკური ან  იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრირებულია ვებგვერდზე და ფლობს პირად ანგარიშს საიტზე, სურს ონვეის ვებგვერდის საშუალებით მიიღოს საკურიერო ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება/ სარგებლობს საიტზე შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით.  

კურიერი - ონვეის თანამშრომელი ან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე მესამე პირი, რომლის  ვალდებულებაში შედის პლატფორმის საშუალებით მასზე დაწერილი ამანათების აღება, ტრანსპორტირება ან/და ჩაბარება. 

ანგარიში - ნიშნავს დამკვეთის/მომხმარებელის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პირად ანგარიშს;  

ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე შესვლას და ვებგვერდზე განთავსებულ ყველა სერვისზე წვდომას.  
გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ვებგვერდზე განთავსებულ წესებსა და პოლიტიკას/მომსახურების სტანდარტულ პირობებს და ნებისმიერ სხვა წესს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ონვეის ვებგვერდზე  განთავსებული მომსახურებების გამოყენებისა და ვებგვერდის გამოყენების  საკითხებს,  მათ შორის: დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;  

მიმღები/ადრესატი - მესამე პირი, რომელთანაც  ონვეი ახორციელებს დამკვეთის მიერ მიცემული შეკვეთის მიხედვით საკურიერო/საექსპედიციო/გადაზიდვის  მომსახურებას და შესაბამისად, შეკვეთით გათვალისწინებული ნივთის მიწოდებასა და სხვა თანამდევ მომსახურებებს. ასევე, პირი რომელიც უშუალოდ იბარებს მიწოდებულ მომსახურებას/ნივთს.  

გზავნილი - მომხარებლის მიერ გაგზვანილი ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის წერილი, ამანათი ან სხვა ნივთი, რომელიც იგზვანება ონვეის მომსახურების გამოყენებით. 

მხარეები - ნიშნავს ონვეის და მის დამკვეთებს/მომხმარებლებს, ასევე ადრესატებს, რომლებსაც მიეწოდებათ ნივთები/მომსახურება.  

შეკვეთა - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის საშუალებით საიტზე გაკეთებული შეკვეთა საკურიერო ან მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების შესახებ, რომელთა შესრულებაც ხორციელდება საიტზე განთავსებული სტანდარტული პირობებით ან განისაზღვრება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

მომსახურება - სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების, ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელსაც ახორციელებს ონვეი და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია წინამდებარე ვებგვერდის საშუალებით. 

COD მომსახურება - Cash on Delivery Service.  დამკვეთის მიერ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ონვეი უზრუნველყოფს ადრესატისათვის მიწოდებული ამანათის ღირებულების ადგილზე მიღებას ადრესატისაგან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და ადრესატისაგან მიღებული ამანათის ღირებულების დამკვეთისათვის გადარიცხვას მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით/შეკვეთით გათვალისწინებული პერიოდულობითა და წესით, ონვეის საკომისიოს გამოკლებით.  

წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები ან/და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ონვეიმ შესაძლოა მიაწოდოს დამკვეთს/მომხმარებელს.  

ხელშეკრულება - დამკვეთს/მომხმარებლებსა და ონვეის შორის ელ. ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  

გადახდა - შეკვეთილი მომსახურების შესაბამისად ანგარიშსწორება, რომელიც შესრულებულად ითვლება ონვეის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. საჭიროების შემთხვევაში, ონვეი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.  

სამუშაო დღე - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე. უქმე დღე - საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ყველა დასვენების დღე. ასევე, ონვეის მიერ დაწესებული უქმე დღე, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ განთავსდება საიტზე ან ეცნობება დამკვეთს. არასამუშაო დრო - ონვეი-ს   მიერ დაწესებული განრიგის მიხედვით ჩამოყალიბებული სამუშაო საათების გარდა ნებისმიერი დრო/საათი.

სამუშაო საათები - ონვეი-ს   სამუშაო საათები; კონკრეტული დრო, როდესაც ხორციელდება საკურიერო და სხვა თანმდევი მომსახურებების გაწევა კომპანიის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად.  

შეტყობინება - დამკვეთის პირად ანგარიშზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება; საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია. 

2. ვებგვერდის მოხმარება 

ვებგვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით ონვეის ვებგვერდის მომხარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს, როგორც ვებგვერდის ყველა ფუქნციონალზე, ისე ვებგვერდის საშუალებით გაწეულ მომსახურებასა და მის შედეგებზე. 

3. პლატფორმა 

ვებგვერდზე ფუნქციონირებს პლატფორმა, რომელიც არის ამანათების გაგზავნისა და მიღების ცენტრალიზებული მართვის სისტემა. 
პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს თქვენ ეთანხმებით ხელშეკრულებას, რომლის დადებაც არის მომსახურების განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. 

4. ონვეის მომსახურება 

ონვეის ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ პლატფორმის მეშვეობით, შესაბამისად ყველა გზავნილი რეგისტრირდება პლატფორმაზე, ასევე პლატფორმაზე ხდება გზავნილებისა და მათი სტატუსების მართვა. 

5. რეგისტრაცია და შეკვეთის გაფორმება 

მომხმარებელი, რომელსაც სურს ონვეის მომსახურებით სარგებლობა უნდა დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. 

მომხმარებელი ვალდებულია სწორად და სრულად შეავსოს როგორც მისი პირადი და საიდენტიფიკაციო მონაცემები პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს, ასევე გზავნილის გაფორმებისათვის მოთხოვნილი ყველა გრაფა. 

ნებისმიერმა არასწორად მითითებულმა მონაცემმა შეიძლება გამოიწვიოს გზავნილის დაგვიანება ან მიუწოდებლობა. 

მომხმარებელი ვალდებულია ზუსტად მიუთითოს ამანათის წონა, ზომა და რაოდენობა.  არასწორად მითითებულ ინფორმაციას შეიძლება მოჰყვეს ამანათის ჩაუბარებლობა, გზავნილის გადაფასება ან/და ჯარიმის დაკისრება. 

ონვეის იტოვებს უფლებას გადაწონოს გზავნილი; არასწორად მითითებული წინა დაკორექტირდება, რაც აისახება გზავნილის ღირებულებაზე.  

გზავნილების მართვისთვის გამოიყენება ონვეის მიერ ავტომატურად გენერირებადი თრექინგ ნომრების სისტემა. მომხმარებლის მიერ გენერირებული შეკვეთის ნომერი მხოლოდ მომხმარებლისთვისაა და აუცილებლად უნდა შეიცავდეს მინიმუმ 7 სიმბოლოს, მათ შორის, მინიმუმ 1 ლათინურ ასოს.   

ონვეი იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ გენერირებულ ნებისმიერ კოდთან მიმართებაში, რომელიც არ გამოიყენება შეკვეთების მართვის მიზნებისათვის. მომხმარებლის მიერ მინიჭებული კოდი, გარდა ონვეის მიერ გენერირებული თრექინგ ნომრისა, არ წარმოადგენს ვალიდურ და გამოსადეგ კოდს ონვეისათვის და დაუშვებელია მომხმარებლების მხრიდან ასეთის მოთხოვნა. 

6. შეფუთვის სტანდარტები 
 
გზავნილი უნდა იყოს დალუქული ისე, რომ ხელით ვერ გაიხსნას გზავნილის შეფუთვის დაზიანების გარეშე.  

მომხარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ისეთი შეფუთვის გამოყენებაზე, რომელიც ადეკვატურად დაიცავს შესაბამის შიგთავსს ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მათ შორის, დარტყმისაგან ან ძალის ზემოქმედებისაგან. რეკომენდირებულია მტკიცე ფაქტურის სათავსოს გამოყენება. 

მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ამანათი დაექვემდებარება დასაწყობებას, ტრანსპორტირებას, მოთავსდება სხვა გზავნილებთან ერთად, შესაბამისად, გზავნილი სათანადოდ უნდა იყოს დაცული სხვა გზავნილებთან ურთიერთმიმართებისას გამოწვეული შესაძლო რისკებისაგან. 

მტვრევადი ან მსხვრევადი ნივთები აუცილებლად უნდა მოთავსდეს სპეციალურ, ასეთი ნივთების გაგზავნისათვის ადაპტირებულ სათავსოში, რომელიც ადეკვატურად დაიცავს ნივთს გარე ზემოქმედებისაგან, როგორც გარე მატერიით, ისე სათავსოს შიგნით გათნავსებული დამცავი მასალით (ქაფი, ჰაერბუშტოვანი პარკი, პლასტიკი თუ სხვა). ყველა ასეთ ნივთს უნდა გაუკეთდეს გარედან მტვრავადობის აღმნიშვნელი სპეციალური სტიკერი, ამავდროულად, ასეთი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პლატფორმაზე. 
 
ონვეი იხსნის პასუხისმგებლობას ყველა არასათანადო შეფუთვის მქონე გზავნილის დაზიანებასა და შემთხვევითი დაღუპვის რისკზე. 

არასათანადო შეფუთვად მიიჩნევა: 

  • შეუფუთავი ნივთები
  • გზავნილი, რომელიც არ არის სათანადოდ მყარი ფაქტურით შეფუთული
  • როდესაც შეფუთვისას გამოიყენება ადვილად დაზიანებადი მატერია, მათ შორის, სასაჩუქრე პაკეტები, ჩანთები ან არამყარი პარკები.
  • შეფუთვა, რომელიც არ იკვრება ფიქსირებული შესაკრავით
  • არასრულად (ნახევრად) შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გზავნილები
  • არაპროპორციული ზედაპირის მქონე, წაგრძელებული ან ამოშვერილი ფორმის მოქნე ამანათები, რომლებიც არ არიან სრულად და სათანადოდ შეფუთულები (მაგ. ავეჯის დეტალი, რკინის მილი) 
  • ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც არ იცავს გზავნილს ძალის ზემოქმედების (მათ შორის დარტყმის, დაწოლის, სიმძიმის დადების) შედეგად ან ხახუნის შედეგად დაზიანებისაგან. 

ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მარკირების წესები. 

7. მარკირების წესები 
 
პლატფორმაზე გზავნილის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გენერირდება გზავნილის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს გზავნილის, მათ შორის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ დეტალურ ინფომრაციასა და QR კოდს. პლატფორმაზე შევსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ყველა ველი შეავსოს ზუსტად და სრულად. მიმღების მისამართის ველში მომხარებელი ვალდებულია მიუთითოს მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (მათ შორის, სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა).  შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მისამართი (სრულად)“.   

გზავნილის ეტიკეტი შეიძლება წებოვან ფურცელზე დაიბეჭდოს სათანადო პრინტერის საშუალებით.  

მომხმარებლისათვის, რომელიც აგზავნის ერთ აღებაზე 5 ერთეულზე ნაკლებ გზავნილს, რეკომენდირებულია დაასტიკეროს გზავნილები  ონვეის მიერ გენერირებული გზავნილების ეტიკეტით. თუ გზავნილს არ არტყია პლატფორმაზე გენერირებული გზავნილის ეტიკეტი, მომხმარებელი ვალდებულია ამანათზე წაკითხვადი ზომითა და ფორმით, ხილვადად დაიტანოს ამანათის მიმღების სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი,  ჩაბარების ქალაქი და  მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (მათ შორის სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა). 

ყველა მომხმარებელი, რომელიც აგზავნის ერთ აღებაზე 5 ერთეულზე მეტ გზავნილს, ვალდებულია დაასტიკეროს ყველა გზავნილი ინდივიდუალურად  ონვეის მიერ გენერირებული გზავნილების ეტიკეტით. 

გენერირებული ეტიკეტი მომხმარებელმა უნდა დააკრას გზავნილს მყარად სპეციალური წებოვანი ლენტით (სკოჩით) ან სპეციალური წებოვანი ქაღალდით (თერმული პრინტერით დაბეჭდილი წებოვანი ქაღალდი). 

ონვეი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათის ჩაბარებაზე ან იდენტიფიცირებაზე, რომელსაც არ ექნება ან არასრულად ან/და არასწორად ექნება მითითებული რომელიმე შემდეგი ინფორმაცია: ამანათის მიმღების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩაბარების ქალაქი და მიმღების მისამართი (სრულად). ასეთი ამანათები შედიან ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკ ჯგუფში, რაზეც ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკი სრულად არის მომხმარებელზე (გამგზავნზე).  

მსხვრევადი და მტვრევადი ამანათების წესი აღწერილია ვებგვერდზე. მომხარებელი ვალდებულია დაიცვას აღნიშული წესები. 

თუ ამანათი მტვრევადია ან მსხვრევადია, მომხარებელი ვალდებულია, მონიშნოს სისტემაში შესაბამისი აღმნიშვნელი გრაფა, თუმცა ამავდროულად, იგი ვალდებულია აუცილებლად დაიტანოს გამაფრთხილებელი სტიკერი გზავნილზეც. თუ ასეთი გზავნილის შეფუთვა არ არის ნივთის ტრანსპორტირებისა და ძალის ზემოქმედების შედეგად დაზიანებისაგან დაცვისათვის ვალიდური და ნივთი არ არის გამაგრებული სპეციალური დამარბილებლებით, კვლავ მომხარებელზე რჩება ნივთის დაზიანებისა და შემთხვევითი დაღუპვის რისკი. ასეთ დროს ონვეი პასუხისმგებლობას არ იღებს ნივთის არასათანადოდ შეფუთვის გამო გამოწვეულ დაზიანებაზე. 

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგიერთი კატეგორიის მსხვრევადი და მტვრევადი ნივთების გადაზიდვას არ ახორციელებს ონვეი, რომელთა სიაც ჩამოთვლილია წესებსა და პირობებში. 

8. აკრძალული და შეზღუდული ნივთები 

ონვეი არ გადაზიდავს შემდეგი კატეგორიისა და სახეობის მოძრავ ნივთებსა თუ ქონებრივ სიკეთეებს (პროდუქციას), შესაბამისად, იხსნის ასეთი ნივთების დაზიანებასა და შემთხვევითი დაღუპვის რისკზე სრულ პასუხისმგებლობას: 

  • ფული, ძვირფასი ქვები/ლითონები; 
  • 5 000 ლარზე მაღალი ღირებულების ქონება წინასწარი კომუნიკაციისა და გაფრთხილების გარეშე.
  • მარტივად მტვრევადი ნივთები - შუშა, კერამიკა და ჭურჭელი;
  • საკვები, მცენარეები, წამლები/მედიკამენტები;
  • ქიმიური და აალებადი სითხეები, საღებავები;
  • სამშენებლო მასალები, აწყობილი ავეჯი, ავტომობილების მეორადი ნაწილები, აკუმულატორი;
  • თხევადი მასალის შემცველი გზავნილები, სითხეებით, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები;
  • 10 სმ-ზე მცირე ზომის ამანათები; (ამანათი უნდა იყოს მინიმუმ კონვერტის ზომა)
  • კანონმდებლობით აკრძალული ნივთები
  • ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა და გადატანა იწვევს სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
  • ისეთი ნივთები, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან/და რეპუტაციულ რისკს ონვეისათვის. 

მომხარებლისთვის ცნობილია, რომ ონვეი არ ახდენს ამანათების გახსნას და შიგთავსის დათვალიერებას, შესაბამისად, ამ წესების დაცვა წარმოადგენს სრულად მომხმარებლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, გამგზავნზე არის სრულად ასეთი ნივთების დაზიანებისა და შემთხვევითი დაღუპვის რისკი, ასევე მომხმარებელს ეკისრებლა სრული პასუხისმგებლობა ასეთი გზვანილის გაგზავნის შედეგად გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის, ონვეისათვის ან მესამე პირებისათვის მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. 

მომხმარებელი ვალდებულია არ გააგზვანოს გზავნილი, რომლის შიგთავსი აღემატება 5000 ლარს. ზღვარს მიღმა ღირებულების ამანათის გაგზვანის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდბეულია წინასწარ შეათანხმოს გზავნილის გაგზვანა ონვეისთან, აიღოს გზავნილის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ან დააზღვიოს გზავნილი. 

ონვეის უფლება აქვს უარი თქვას ისეთი გზავნილების გაგზავნაზე, რომელთა შენახვა, გადაზიდვა ან/და ტრანსპორტირება ქმნის არაგონივრულ ფინანსურ ან რეპუტაციულ რისკს ონვეისათვის. 

9. გზავნილის აღება და ჩაბარება 

გზავნილის დაფიქსირების დრო განსაზღვრულია სისტემაში. ონვეი იტოვებს უფლებას სეზონისა და დატვირთულობის ცვალებადობასთან ერთად, პერიოდულად შეცვალოს აღებისა ან ჩაბარების ვადები.  ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისათვის ყოველთვის წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი შეკვეთის გაფორმების პროცესში. 

თბილისის მასშტაბით გზავნილის აღება ხდება 15:00-19:00 ინტერვალში. საკურიერო მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია მოხდეს მომხმარებელთან კონკრეტული დროის შეთანხმება. გზვანილის გაფორმებით მომხმარებელი ეთანმხება ამ წესს და გამოთქვამს მზაობას იყოს ონვეის კურიერთან ეფექტიან და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობაში, მისი გრაფიკის შესაბამისად გზავნილის აღების მიზნით. 

მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გზავნილის აღების დროს კურიერი უზრუნველყოს დროებითი პარკინგით ან ნებადართულ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესაძლებლობით. ასეთ დაშვებად იგულისხმება, მათ შორის, შლაგბაუმის და სხვა ელექტონული თუ მექანიკური საშალებებით კურიერის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვება მისამართის მიმდებარედ. თუ მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს ამას, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას კურიერის მიერ ზეპირი კომუნიკაციის დროს შეთანხმებულ დროს, თავად შეხვდეს კურიერს ხელმისაწდომ და გაჩერებისათვის ნებადართულ ადგილას და გადასცეს ამანათები.  

ამ ვალდებულების დაუცველობის შემთხვევაში, ონვეი იტოვებს უფლებას შეკვეთის აღება გააუქმოს ან გადადოს ის შემდეგი დღისთვის, რაზეც ონვეის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. 
 
დაუშვებელია კურიერს დაეკისროს კარიდან ტვირთის წამოღება, თუ მისი წონა აღემატება 10 კილოგრამს, გზავნილი გაბარიტულია იმდენად, რომ შეუძლებელია მისი გადაადგილება ერთი პირის მიერ ან არსებულ ლოკაციაზე არსებული ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით, ან შეუძლებელია შეკვეთის  კარიდან წამოიღება  ერთ გზად მანქანამდე მისატანად. ყველა მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კურიერს გზავნილების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მიტანისას ან თავად დააორგანიზოს ასეთი მიტანა და დატვირთვა.  თუ სახეზე გვაქვს ამ დათქმით გათვალისწინებული შემთხვევები, კურიერს აქვს უფლება უარი განაცხადოს ამანათის წამოღებაზე და დატვირთვაზე, რა დროსაც, შესაბამისად, აუქმებს შეკვეთას ან გადააქვს ის შემდეგი დღისთვის, რაც არ ათავისუფლებს მომხმარებელს დააორგანიზოს მომდევნო დღის სათანადო დატვირთვა. 
 
მომხმარებლები ვალდებულები არიან დაიცვან ამანათის გაგზავნისას ზედნადების ატვირთვისა და კონტროლის ონვეის მიერ დადგენილი წესი. 

ონვეიში მუშაობს სასაქონლო ზედნადებების ავტომატური მართვის ინტერგაცია, შესაბამისად, ყველა მომხმარებელი ვალდებული არის, მოახდინოს დადგენილი წესით გენერირებული გზავნილის კოდით ამანათის რეგისტრაცია, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს სასაქონლო ზედნადების დროულ და ზუსტად გამოწერას. 

ონვეი იხსნის პასუხიმსგებლობას ყველა ისეთი გზავნილების აღებაზე და ტრანსპორტირებაზე, რომელიც მოითხოვს ხელით გამოწერასა და დადასტურებას. ზედნადების გენერირების პროტოკოლი განისაზღვება პლატფორმაზე. 

მომხარებელი ვალდებული არის  მესამე პირისაგან ამანათების აღებისას, დაიცვას ონვეის მიერ განსაზღვრული წესები და პროცედურები, კერძოდ, მომხმარებელი ვალდებულია: 

  • წინასწარ დააფიქსიროს მესამე პირის მისამართი შეკვეთის დროს; 
  • დეტალურად მიუთითოს ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, ტელეფონი, სამუშაო საათები);
  • უზრუნველყოს, რომ ამანათი აკმაყოფილებდეს შეფუთვის დადგენილ სტანდარტებს და მარკირების წესებს.
  • კურიერს გამოატანოს მხოლოდ ის გზავნილი, რომელიც დაფიქსირებულია სისტემაში. შესაბამისად, ონვეი არ წამოიღებს არცერთ დამატებით დაურეგისტრირებელ გზავნილს
  • იყოს კეთილსიდნისიერი გზავნილის შინაარსთან დაკავშირებით. კურიერი არ არის ვალდებული ადგილზე შეამოწმოს შიგთავსის შესაბამისობა შეკვეთასთან. 
  • აიღოს სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის ქმედებებზე შეკვეთის მომზადების დროსა და ხარისხთან დაკავშირებით. დაუშვებელია დადგეს ონვეის პასუხისმგებლობა მესამე პირის წესებისა და პირობების დარღვევით გატანებულ გზავნილზე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
  • თვითონ უზრუნველყოს ამანათების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვის ორგანიზება
  • არ ალოდინოს კურიერი 10 წუთზე მეტ ხანს და დაუშვას კურიერი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელ სივრცეებში. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს აღების გაუქმებას. 
 
საწყობში ამანათების მიღების ვადებია: 

  • ორშაბათი–პარასკევი 20:00-მდე, 
  • შაბათი 14:00-მდე. 

მომხმარებლისათვის გზავნილის ჩაბარებისას, უკუგზავნილი ან მომხარებლის ან მესამე პირის მხრიდან კურიერისთვის ნებისმიერი გზავნილის გამოტანება ითვლება ახალ გზავნილად, შესაბამისად, იგი სათანადო წესით უნდა იქნას რეგისტრირებული როგორც ახალი გზავნილი. ონვეი არ გადაზიდავს არარეგისტრირებულ გზვანილებს. ონვეის არ დაეკისრება ასეთი გზავნილის შიგთავსის დაზიანებაზე რაიმე ტიპის პასუხიმსგებლობა, რადგან კურიერისთვის არაიდენტიფიცირებადია მომხარებლის ან მესამე პირის მიერ გამოტანებული გზავნილის შიგთავსი ან მისი კონდიცია. 

10. მიწოდების წესები 

გზავნილი, რომელიც არ ჩაბარდა მომხმარებელს მისამართზე, იგზავნება განმეორებითად. გზავნილი ვერ ბარდება, თუ მიმღები ტელეფონს არ პასუხობს ან საკუთარი ქმედებითა თუ უმოქმედობით გააჭიანურებს ამანათის მიღებას 5 სამუშო დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ამანათი ბრუნდება საწყობში და მზადდება ხელმეორედ გაგზავნისათვის. 

ხელმეორედ გასვლის შემთხვევაში, თუ განმეორდა ანალოგიური, გზავნილი უქმდება და ენიჭება სტატუსი -  „უარი ჩაბარებაზე“. 

გზავნილის აქტიური სტატუსი უქმდება და ენიჭება „უარი ჩაბარებაზე“, თუ  პირველივე მცდელობაზე ადრესატი უარს აცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე. 

განმეორებითად ჩაუბარებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამანათი მესამედ არ გადის ჩასაბარებლად. მომხმარებელს, რომელსაც აქვს ასეთი გზავნილის ჩაბარების ინტერესი, ვალდებულია გზავნილი ხელახლა დაარეგისტრიროს პლატფორმაზე და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. 

11. კურიერთან დაკავშირებული ძირითადი დათქმები 

კურიერი მომხმარებელთან ან ადრესატთან მიდის მხოლოდ წინასწარი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე და შემდეგ, თუ მომხარებელმა ან ადრესატმა არ უპასუხა ტელეფონს და არ შეათანხმა კურიერთან აღების/ჩაბარების საორიენტაციო დრო, ონვეი იხნის პასუხისმგებლობას ასეთ აღება/ჩაბარებაზე. 

თუ მომხმარებელი ან ადრესატი არ პასუხობს კურიერს, კურიერი არ არის ვალდებული ზარი განახორციელოს 2 ჯერზე მეტჯერ. 

მომხმარებელთან ან ადრესატთან კურიერი რეკავს: 

  • 5 კგ-მდე ამანათზე მისვლამდე 10–20 წთ ადრე; 
  • 10 კგ-ზე ზემოთ - 1 საათით ადრე; 

თუ გზვანილი აკმაყოფილებს მე-9 მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს და ადრესატი უზრუნველყოფს კურიერს სათანადო ავტოსატრანსპორტო საშულების გაჩერების ნებადართული სივრცით, კურიერი მიუტანს ადრესატს: 

  • 5 კგ-მდე გზავნილს - კარამდე. 
  • 5 კგ-ს ზემოთ გზავნილს -  სადარბაზომდე.  

როგორც მომხმარებელი, ისე ადრესატი იღებენ ვალდებულებას, რომ კურიერის მისამართზე დაყოვნების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კურიერი ტოვებს მისამართს და ანიჭებს გზავნილს შესაბამისი ჩაუბარებლობის სტატუსს. 

გზავნილის ჩაბარებისას მიმღების იდენტიფიცირების მიზნებისათვის, კურიერი მიმღებისაგან ითხოვს სახელს, გვარს და პირად ნომერს. თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს ამ მონაცემების გაზიარებაზე, ონვეი იტოვებს უფლებას არ ჩააბაროს მომხმარებელს გზავნილი. 

ონვეი იტოვებს უფლებას, გარკვეული მოცემულობის ან ღირებულების ამანათებზე მოითხოვოს ადრესატისაგან გზავნილის ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერა (ფიზიკური ან ელექტორნული).   

ადრესატის მიერ მიღების დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ფაქტს, რომ ადრესატმა განახორციელა გზავნილის გარეგანი დათვალიერება და მას დაზიანება არ აღენიშნება, შესაბამისად, არ მიიღება გზვანილის მიღებაზე ხელმოწერის შემდეგ პრეტენზიები გარეგან დაზიანებასთან ან გარეგანი დაზიანებიდან გამოწვეულ ზიანზე.  
 
ადრესატის მიერ ამანათის ჩაბარებამდე ამანათი არ იხსნება. იმ შემთხვევაში თუ ადრესატი უარს აცხადებს გზავნილის გაუხსნელად გზავნილის ჩაბარებაზე, კურიერი აუქმებს შეკვეთას შესაბამისი კომენტარით, აყენებს ამის შესახებ ადრესატს საქმის კურსში და მოაქვს გზავნილი უკან.  

ონვეი იხსნის ყველა სახის პასუხისმგებლობას გახსნილ გზავნილზე. გზავნილის გახსნა ავტომატურად მიიჩნევა გზავნილის ჩაბარებად, შესაბამისად კურიერი ანიჭებს გზავნილს ჩაბარებულ სტატუსს და არ დაიბრუნებს გახსნილ გზავნილს. 

12. გაუქმებული და დაბრუნებული გზავნილები 

ყველა მომხმარებელი ვალდებული არის უზრუნველყოს გაუქმებული ან დაბრუნებული გზავნილები გაიტანონ ონვეის საწყობიდან დადგენილ ვადებში. დასაშვებია ასეთი გზვანილების ხელახალ გზავნილად რეგისტრაცია, რა შემთხვევაშიც, ონვეი უზრუნველყოფს ასეთი გზავნილის მითითებულ მისამართზე მიტანას. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გზავნილების დადგენილ ვადებში გატანის ვალდებულება არის მომხმარებელზე. 

უკუგზავნილი ანუ გზავნილი, რომელიც არ ჩაბარდა ადრესატს და უბრუნდება უკან გამგზავნს (მომხმარებელს) ითვლება ახალ გზავნილად და ექვემდებარება გზავნილის ღირებულების ხელახლა გადახდას. 

თუ გზავნილს აქვს სატუსი: 

  • „ფილიალიდან გატანა“, გზავნილი ფილიალში ინახება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. 
  • „გაუქმებული“, ასეთი სტატუსის მქონე გზავნილები ინახება ონვეის საწყობში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.  

ასეთი სტატუსის მქონე ამანათებთან მიმართებაში დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ონვეის აქვს უფლება: 

  • გაანადგუროს ასეთი გზავნილები ან 
  • აუქციონზე გაყიდოს ასეთი გზავნილები ან/და
  • მომხმარებელს დააკისროს პორტალზე გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად გზავნილის სასაწყობე შენახვის დღიური საფასური. 
დადგენილი ვადის შემდეგ განსახორციელებელ ქმედებაზე ონვეი მომხარებელს ატყობინებს შეტყობინების საშუალებით. ასეთ დროს მომხმარებელთან არ ხორციელდება სპეციალური კომუნიკაცია, ხოლო პორტალზე გაკეთებული შეტყობინება ითვლება ინფორმირებულობის ვალდებულების სათანადო წესით შესრულებად. 

თუ ონვეი გაიღებს გზავნილის განადგურების ან აუქციონზე გაყიდვის ხარჯებს, და მომხმარებელი ამის შემდეგ მოაკითხავს ამანათს ან დაარეგისტრირებს ახალ გზავნილად, ონვეი იტოვებს უფლებას უარი უთხრას მომხმარებელს ასეთი ამანათის გატანებაზე ან დათანხმდეს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისათვის ამანათის გატანება დასაშვებია, მხოლოდ გაღებული ხარჯების სრულად დაფარვისა და სათანადო გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. 

არაიდენტიფიცირებულ ამანათებად მიიჩნევა ამანათები, როდესაც ვერ დგინდება ამანათის გამგზავნი ან/და მიმღები. არაიდენტიფიცირებული ამანათები აღირიცხება კომპანიის შიდა სტანდარტის შესაბამისად. ყველა მომხმარებელი ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი გზავნილები და მის გზავნილზე არაიდენტიფიცირებული სტატუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ონვეის. 

გზავნილი, რომელიც 24 სამუშაო დღის ვადაში განგრძობითად: 

  • არაიდენტიფიცირებულია, 
  • იმყოფება მფლობელობით გირავნობაში, 
  • აქვს გაუქმებული ან დაბრუნებული სტატუსი  

და არც ფაქტობრივად დაუბრუნდა მომხმარებელს ან არ გაიგზავნა ახალ გზავნილად, არც განადგურდა და არც გაიყიდა აუქციონზე, გადადის ონვეის საკუთრებაში. 

13. ფინანსური პირობები 

გადახდის წესები მომხარებლისათვის ხივლადი და ხელმისაწვდომია პლატფორმასა და  ვებგვერდზე. გადახდის წესები შეიძლება განსხვავდებოდეს მომხარებლის ტიპისა და სპეციფიკიდან გამომდინარე.  

COD და ინვოისით გადახდის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. 

ონვეის აქვს უფლება, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულება: 

  • დავალიანების დაფარვამდე არ განახორციელოს რაიმე, თუნდაც ვადამოსული ფინანსური ტრანზაქცია ასეთი მომხმარებლის სასარგებლოდ, რაც არ ჩაითვლება ონვეის მიერ ვალდებულების დარღვევად. 
  • მოახდინოს ცალმხრივად ფინანსური ურთიერთ-მოთხოვნების გაქვითვა, რასთან დაკავშირებითაც საკმარისია პლატფორმაზე შეტყობინების გაგზავნა.
  • დროებით ან ასეთი ვალდებულების დაფარვამდე, შეუზღუდოს პორტალზე წვდომა ან ახალი გზავნილების რეგისტრაცია (გაგზვნა) ან/და პორტალის რომელიმე ფუნქცია.
  • ყველა მიმდინარე გზავნილს მიანიჭოს ჩაუბარებელი ამანათის სტატუსი და უარი თქვას მიმდინარე გზვანილების ჩაბარებაზე.
  • გაავრცელოს ფიზიკურად მასთან მყოფ ყველა გზვანილებზე მფლობელობითი გირავნობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება მიიჩნევა მომხმარებლთან გაკეთებულ სათანადო შეთანხმებად მფლობელობით გირავნობაზე. ასეთ ნივთებზე არ რეგისტრირდება ხელახალი გზავნილი დავალინების დაფარვამდე. 

14. დავები და პრეტენზიები 

მომხმარებელი ვალდებულია გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ინფორმაცია დააფიქსიროს პლატფორმაზე, მხარდაჭერის სისტემაში.  

ონვეი არ იღებს პასუხმგებლობას ისეთ გარეგნულ დაზიანებაზე, რომელიც დაფიქსირდა გზავნილის ჩაბარების შემდეგ ან შიგთავსის დაზიანებაზე, რომელიც დაფიქსირდა გზავნილის ჩაბარებიდან 30 წუთის შემდეგ. 

გზავნილის დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ონვეის აქვს 5 სამუშაო დღის ვადა საკითხის მოკვლევის, გადაწყვეტისა და მომხმარებლის ინფორმირებულობისთვის. 

15. პასუხისმგებლობის შეზღუდვა 

ნებისმიერ გზავნილთან მიმართებაში, საკუთარი ან მისი თანამშრომლის ბრალეული ქმედების გამო, ონვეი აგებს პასუხს და ანაზღაურებს მხოლოდ 5000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, ონვეის ფინანსური პასუხიმსგებლობის ფარგლები არ აღემატება 5000 ლარს. 

16. კომუნიკაცია 

მომხმარებლის მხრიდან ან მომხმარებელთან ყველა ტიპის კომუნიკაცია ხდება პლატფორმის საშუალებით. 

ონვეის არ დაეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა შემთხვევაზე ან შეტყობინებაზე, რომელიც არ გაკეთებულა პლატფორმაზე. 

მომხმარებელი ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს პლატფორმაზე მისული შეტყობინებები ან გზავნილის სტატუსის ცვლილება.  

პლატფორმაზე შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მომხმარებლის მიერ მისი გახსნის მომენტიდანვე ან გაგზავნიდან 1 სამუშო დღის ვადაში. 

ონვეის სატელეფონო მხარდაჭერა ფუნქციონირებს მხოლოდ ონვეისთან ან ონვეის სერვისებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნებისათვის.  

ყველა მომხმარებელი და ადრესატი ვალდებულია ონვეისთან ან ონვეის თანამშრომლებთან კომუნიკაციაში დაიცვას ზრდილობის მინიმალური სტანდარტები, არ გამოავლინოს აგრესია, არ მიაყენოს შეურაცხყოფა ან/და განახორციელოს მუქარა. ონვეი იტოვეს უფლებას, უარი თქვას ნებისმიერი მომსახურების განხორციელებაზე მომხამრებლის ან ადრესატის მხრიდან ამ დათქმის უგულვებელყოფის შემთხვევაში. ასეთი ფაქტის დაფიქსირების დროს ონვეის უფლება აქვს: 

  • დროებით ან მუდმივად შეუზღუდოს მომხარებელს პორტალზე წვდომა ან ახალი გზვანილების რეგისტრაცია (გაგზავნა) ან/და პორტალის რომელიმე ფუნქცია. 
  • უარი თქვას ახალი გზავნილების მიღებაზე.
  • ყველა მიმდინარე გზავნილს მიანიჭოს ჩაუბარებელი ამანათის სტატუსი და უარი თქვას მიმდინარე გზავნილების ჩაბარებაზე. 


17. საავტორო უფლებები 


ვებგვერდი და პლატფორმა დაცული არის საავტორო უფლებებით. განსაკუთრებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების მფლობელი აღნიშნულია ვებგვერდსა და პლატფორმაზე სათანადო წესით. 

პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს მონაცემთა ბაზას და დაცული არის საავტორო უფლებებით, რომლებზეც განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის ონვეის. დაუშვებელია პლატფორმაზე არსებული რაიმე ინფორმაციის ან ვიზუალის დამუშავება ონვეის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 


18. პერსონალური მონაცემების დაცვა 


ონვეის ვებგვერდზე მოქმედებს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა.