სანდო პარტნიორი - My.ge
11 ივნისი, 2021დღეს როდესაც ასე აქტიურად ვსაუბრობთ ელექტრონული კომერციის მომავალზე, რატომღაც იშვიათად ვახსენებთ, თუ როდის და ვინ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში გაყიდვების ციფრული სამყაროს ჩამოყალიბება.
ყველაფერი კი არც მეტი არც ნაკლები საქართველოში პირველად ონლაინ გაყიდული მობილური ტელეფონით დაიწყო. Mymobile.ge - ასე ერქვა 2003 წელს კახა და ლაშა გიგიტელაშვილის მიერ შექმნილ პირველ ონლაინ პლატფორმას, რომლიდანაც თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი MY.GE-ს ციფრული თავგადასავალი დაიწყო.
დღეს MY.GE ელექტრონული კომერციის უპირობო ლიდერია 2.2 მილიონი ვიზიტორითა და უნივერსალური ციფრული სერვისებით და აერთიანებს 11 ვებ-გვერდს: Myauto, Myhome, Mymarket, Mystartup, Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mytravel, Mysports და Swoop.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ერთხელ მაინც დაგჭირდებათ ინტერნეტ სივრცეში სათქვენო პროდუქტებისა თუ მომსახურების აღმოჩენა, შეუძლებელია MY.GE-ის რომელიმე ელექტრონულ სივრცეში არ ამოყო თავი. ბრენდის დაპირებაც სწორედ ასე ჟღერს: “მარტივად ნახე საშენო” - თუმცა ამ იდეის რეალიზებამდე იყო საკმაოდ ბევრი სირთულე და გამოწვევა.
გუნდმა, რომლის სახელსაც საქართველოში ელექტრონული კომერციის შექმნა უკავშირდება, 2020 წლის პანდემიაც ახალ შესაძლებლობად აქცია. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, MY.GE-ს არცერთ ვებგვერდს შეუწყვეტია ფუნქციონირება და მეტიც: პანდემიის პერიოდში კომპანიამ ონლაინ მაღაზიებს მისცა შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაციფრულებულიყვნენ და მარტივად აეწყოთ ფეხი ახალი რეალობისთვის. სწორედ პანდემიის პერიოდს დაემთხვა მეორადი პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის შექმნა თუ Myauto-ზე გამართული პირველი ონლაინ ავტო აუქციონი.
MY.GE-ს გუნდი იყო, ალბათ, ერთადერთი, რომელიც ჩაკეტილ რეგიონებსა და ქალაქებშიც კი ახერხებდა მომხმარებლებთან შეკვეთის მიტანას. სწორედ ამიტომ, კომპანიაში თვლიან, რომ ციფრულ სამყაროში წარმატების გარანტია სანდო საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობაა, კომპანიასთან, რომელიც ნებისმიერ სარისკო გადაწყვეტილებაში შენს გვერდით იქნება. MY.GE-სთვის ასეთი ონვეი აღმოჩნდა: „ონვეისთან თანამშრომლობის დაწყებიდან მალევე C2C მიწოდების სერვისზე გადავედით, რაც სრულიად ახალი გამოცდილება იყო როგორც ჩვენთვის - ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად ქართული ელექტრონული კომერციისათვის. ონვეიმ კი ამ გადამწყვეტ მომენტში შემოგვთავაზა სწრაფი, მოქნილი და, რაც მთავარია, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული არასტანდარტული მომსახურება.“
საკმაოდ დიდი გამოცდილების ფონზე კომპანია კვლავ აგრძელებს განვითარებას. გუნდში სჯერათ, რომ ბიზნესის წარმატება აუცილებლად უნდა აისახოს საზოგადოებაზეც და ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის წინაპირობა რაღაც კიდევ უფრო ღირებულის შექმნის სურვილი უნდა იყოს.
ამის ნათელი მაგალითი იყო MY.GE-ს ახალი პლატფორმა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების რჩეული კამპანია “შენი ზაფხული აქ არის”, რომელიც შთაგონებული იყო საქართველოს ბუნების, ხალხის, სამზარეულოს, არქიტექტურის თუ ცხოვრების წესის სიყვარულით და ემსახურება შიდა ტურიზმის განვითარებას მძიმე 2020-ის განმავლობაში.
დღეს, როდესაც განვლილ გზას უფიქრდებიან კომპანიაში ამბობენ, რომ თითოეული სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილება საინტერესო გამოცდილება იყო და სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია დღევანდელი წარმატება. ამის მიუხედავად, ახლა უკვე საკამოდ ბევრი საშუალებაა, რომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე შესვლის მსურველმა კომპანიებმა მინიმუმამდე დაიყვანონ არასწორი ნაბიჯების რაოდენობა: უკვე არსებობს პლატფორმები, რომლებიც ონლაინ მაღაზიებს ეხმარებიან მინიმალური ძალისხმევით მოსინჯონ ძალები ელექტრონულ კომერციაში და შედარებით გაამარტივონ გაციფრულების პროცესი. MY.GE-ს გუნდიც აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით, რადგან კარგად ახსოვთ პირველი გაყიდული ნივთით გამოწვეული ბედნიერება და იციან, რომ ბიზნესი მომავალი სწორედ მსგავს ციფრულ გამოცდილებებში
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!