გააზიარე

სანდო პარტნიორი - ისურვე

ელექტრონული კომერციის უსაზღვრო სამყაროში თანდათანობით უფრო და უფრო მეტი კომპანია იწყებს მოგზაურობას და იმისათვის რომ ეს მოგზაურობა უსაფრთხო და, რაც მთავარია, წარმატებული აღმოჩნდეს ონვეიმ გადაწყვიტა ახალი კამპანიით დაეხმაროს ახალბედა თუ შედარებით გამოცდილ კომპანიებს. 

საიმედო პარტნიორი - ასე დავარქვით ამ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით ელექტრონული კომუნიკაციის ბიზნესში არსებული კომპანიები გავაერთიანოთ. ონვეი გაგაცნოთ ჩვენს ერთგული პარტნიორებს, რომლებიც პირადად გაგიზიარებენ გამოცდილებას და გასწავლიან, თუ როგორ შეიძლება დაბრკოლებების შესაძლებლობებად გარდაქმნა და დამსახურებული წარმატების მიღწევა. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიმედო პარტნიორი გახლავთ isurve.ge, რომელიც 2017 წლიდან საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, თუმცა დაახლოებით ორი წელია, რაც ძალები ონლაინ სივრცეშიც მოსინჯა.  

თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ ეს კომპანია მომხმარებლების სასურველ ნივთებს (იქნება ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სხვა მრავალი) ვირტუალური სივრციდან საჭირო მისამართზე ხდის ხელმისაწვდომს - სწორედ ონვეის საკურიერო მომსახურების დახმარებით.   

თავად კომპანიაში თვლიან, რომ ელექტრონული კომერციაში ძალების მოსინჯვა ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. E-commerce არ იყო უცხო თავად კომპანიის დამფუძნებლებისათვის, მაგრამ ონლაინ შოპინგი ნამდვილად სიახლეს წარმოადგენდა მომხმარებლებისთვის და ეს ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო რისკიანსა და რთულს ხდიდა. და ეს სწორედ ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც რისკმა გაამართლა. მომხმარებლებმა დაინახეს, რომ ნივთების ონლაინ შეძენა საკმაოდ კომფორტული პროცესია, პანდემიამ კი ეს უკანასკნელი ერთადერთ გამოსავლადაც კი აქცია. 

ასე მოკლედ შეიძლება ყველაფერი მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ელექტრონული კომერციის ბაზრის ათვისება არ იყო იოლად მისაღწევი მიზანი. პირველი ბარიერი სწორედ ბარიერების არარსებობა იყო. იმის გამო, რომ ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში საწყის ეტაპზეა, isurve.ge-მ თავის თავზე გამოსცადა ბაზარზე ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული ცოდნის სიმცირით გამოწვეული პრობლემები. მათი მოგვარება კი მხოლოდ და მხოლოდ სწორი პარტნიორის მოძიებითაა შესაძლებელი. isurve.ge-სა და ონვეის მეგობრობაც ამის კარგი მაგალითია: ორი კომპანიის, რომელთათვისაც მთავარი ერთი მხრივ, სანდოობა და სტაბილურობაა, მეორე მხრივ კი -გამოწვევებისა და რთული სიტუაციებისათვის მზაობა.

კომპანიაში სჯერათ, რომ ელექტრონულ კომერციას საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. უკვე შეიმჩნევა ბაზრის ზრდა, მსხვილ კომპანიებთან ერთად გამოჩნდნენ წვრილი მოთამაშეებიც, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სფეროს განვითარებაში: პროდუქციის ონლაინ შეძენა თითქოს ჩვენს რეალობად და ყოველდღიურობადაც იქცა. თუმცა ამ ტენდენციამ ახალბედა კომპანიები არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში - თითქოს და ელექტრონული კომერციის სამყაროში შებიჯება ბიზნესის განვითარების მარტივი გამოსავალი ან შემოსავლის გაზრდის იოლი გზა იყოს. 

„ელექტრონული კომერცია და ვირტუალური პლატფორმის შექმნა ისეთივე რეალურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი. საჭიროა, მიზანი, სამოქმედო გეგმა, მზადყოფნა ყველაზე მოულოდნელი სიტუაციებისათვის სწორედ იმ სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობის განსაცდელად, რომელიც მსგავსი სირთულეების დაძლევას ახლავს თან." 

მიწოდების კალკულატორი