WooCommerce OnWay Shipping Method

WooCommerce OnWay Shipping Method

WooCommerce OnWay Shipping Method შექმნილია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, რათა გამარტივდეს შიდა გადაზიდვების პროცესი. პლაგინი პირდაპირ უკავშირდება OnWay-ს API სისტემას, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანის აუცილებლობას.

Checkout-ის დროს სისტემა ავტომატურად ითვლის მიწოდების ღირებულებას ამანათის წონისა და დანიშნულების ზონის მიხედვით. ადმინისტრატორს შეუძლია ერთი ღილაკით დაარეგისტრიროს ამანათი OnWay-ს სისტემაში, მიიღოს თრექინგ კოდი და ამობეჭდოს WooCommerce-ში ლოკალურად გენერირებული სატრანსპორტო ეტიკეტი.

მომხმარებლებისთვის პროცესი გამჭვირვალეა: მათ შეუძლიათ ნახონ თავიანთი ამანათის მიწოდების სტატუსი პირდაპირ შეკვეთის დეტალების გვერდზე.

შეზღუდვა: პირველ ვერსიაში OnWay Cash on Delivery (COD) არ არის მხარდაჭერილი.

მთავარი ფუნქციები

  • მიწოდების ტარიფების რეალურ დროში გამოთვლა OnWay-ს API-ით
  • ამანათების მარტივი რეგისტრაცია WooCommerce-ის ადმინ პანელიდან
  • შეკვეთის გაუქმების მხარდაჭერა აღებამდე
  • ლოკალურად გენერირებული სატრანსპორტო ეტიკეტის ბეჭდვა (არა OnWay-ს ოფიციალური ზედნადები)
  • მიწოდების სტატუსის ჩვენება მომხმარებლისთვის
  • საქართველოს ქალაქებისა და ზონების სრული მხარდაჭერა (Tbilisi, Batumi, Regions)
  • HPOS და WooCommerce Shipping Zones-ის სრული მხარდაჭერა
  • დეტალური Debugging ლოგები პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისთვის

როგორ მუშაობს

  1. მიუთითეთ OnWay-ს მიერ მოწოდებული API Username და Key
  2. აირჩიეთ გამგზავნი ზონა/ქალაქი და მიუთითეთ საწყობის მისამართი
  3. დაამატეთ OnWay Courier როგორც მიწოდების მეთოდი სასურველ ზონებში
  4. მომხმარებელი Checkout-ზე იღებს ზუსტ ტარიფს წონის მიხედვით
  5. შეკვეთის შემდეგ, ადმინ პანელში აჭერთ “Register” ღილაკს
  6. ბეჭდავთ სატრანსპორტო ეტიკეტს და ატანთ კურიერს
  7. მომხმარებელი თვალს ადევნებს ამანათის სტატუსს თავის კაბინეტში

დოკუმენტაცია: https://docs.plugandpay.ge/woocommerce/shipping/onway

ლინკის დაკოპირება