შავი პარასკევი Onway-ში: რჩევები მომხმარებლებსა და ონლან მაღაზიებს
13 ნოემბერი, 2024არსებობს ადამიანების ორი კატეგორია - ერთნი, ვისაც შავი პარასკევს გაგონებაზე უსასრულო რიგები, ბრძოლით მოპოვებული ნივთები და დაღლილი დღის შემდეგ ნადავლით სახლში დაბრუნების სიხარული ახსენდება და მეორენი, ვისთვისაც ეს დღე ონლაინ შოპინგის ზეიმად არის ქცეული. ამ ბლოგში, ძირითადად, მეორე კატეგორიის ადამიანებზე ვილაპარაკებთ, მოგიყვებით როგორ ვემზადებით ონვეიში ამ ორომტრიალისთვის და მოგცემთ რჩევებს, რათა ეს დღე შედარებით მსუბუქად და უფრო ეფექტიანად გაატაროთ.
შავი პარასკევის ისტორია
წარმოიდგინეთ მადლიერების დღის შემდეგი დღე ამერიკაში - საშემოდგომო დღესასწაულები ჩავლილია, ამერიკელები ახალი წლისთვის იწყებენ მზადებას. როგორც ამბობენ, ვაჭრები ამ დღეს ფულის შოვნის ყველაზე დიდ პოტენციალს ხედავდნენ, ამერიკულად რომ ვთქვათ “go into the black,” სწორედ აქედან მოდის ამ დღის სახელიც - „შავი პარასკევი“. იდეამ მალევე მოიცვა მთელი მსოფლიო და დროთა განმავლობაში შავი პარასკევი გადაიქცა ფასდაკლებების, მასიური მოლოდინისა და შოპინგის დღესასწაულად.
შავი პარასკევი საქართველოში
მსოფლიო ტენდენციებს არც ჩვენ ჩამოვრჩით და შავი პარასკევის ციებ-ცხელებამ საქართველოშიც შემოაღწია. ამან ახალი სავაჭრო ტრადიციები და მღელვარება მოიტანა. ქართულმა საცალო ვაჭრობამ და ელექტრონული კომერციის საიტებმა აქტიურად აითვისეს ეს ტენდენცია და მომხმარებლებს მიმზიდველ ფასდაკლებებსა და აქციებს სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, ხალხი ყიდულობს ონლაინ თუ სტუმრობს ადგილობრივ მაღაზიებს, შავი პარასკევი არის დღე, რომელსაც ქართველები მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მოუთმენლად ელოდებიან.
შავი პარასკევი ონვეიში
ამ დღის პოპულარობამ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ბიზნესის წახალისება გამოიწვია, რამაც შექმნა ტალღოვანი ეფექტი ონლაინ შოპინგის, ლოჯისტიკისა და მიწოდების საჭიროებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკურიერო სერვისებისთვის, როგორიცაა Onway, შავი პარასკევი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დროა, რადგან იზრდება შეკვეთები და მოთხოვნა მიწოდებაზე.
- ამ დღისთვის მზადებას ჩვენს კლიენტ კომპანიებთან კონსულტაციით ვიწყებთ. პირველ რიგში, ვიგებთ, რა რაოდენობის შეკვეთას ელოდებიან ონლაინ მაღაზიები, რათა წინასწარ ვიცოდეთ, რამდენი ტვირთი გვექნება გადასაზიდი.
- ვახდენთ მანქანებისა და კურიერების მობილიზებას, რომ შეკვეთების გაზრდილ რაოდენობას მარტივად შევეჭიდოთ.
- საჭიროებიდან გამომდინარე, ვზრდით სტაფის რაოდენობას და მიმდინარეობს მათი გადამზადება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს შეფერხებები და თანამშრომლები მზად იყვნენ დატვირთული რეჟიმისთვის.
- გვაქვს მუდმივი და სწორი კომუნიკაცია ადრესატებთან მიტანის დროსთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით ფასდაკლებების პერიოდში ჩვენი სამუშაო საათები შესაძლოა ღამის 12 საათამდეც გაგრძელდეს და მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა ამანათი ნაცვლად 19 საათისა ჩაბარდეს 23 საათზე, რათა არ ჰქონდეს არასწორი მოლოდინი და არ გაუცრუვდეს იმედი.
როგორ უნდა დაიგეგმონ ონლაინ მაღაზიები?
შავი პარასკევისთვის მომხმარებლები ადრიანად იწყებენ მზადებას, უკვე იციან, რა ნივთები უნდა შეიძინონ, ამ დღეებში გაყიდვები 30-40%-ით იზრდება ხოლმე. სწორედ ასეთივე მზაობა უნდა ჰქონდეთ მაღაზიებსაც. ეს გულისხმობს არამარტო ფასდაკლებების მომზადებას, არამედ:
- მარაგების შევსებას, რაც ხელს უწყობს როგორც გაყიდვების, ასევე კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდასაც. წარმოიდგინეთ მომხმარებლის იმედგაცრუება, თუ 2 თვით ადრე დაგეგმა თქვენთან კონკრეტული ნივთის შეძენა და საიტზე შემოსულს მარაგი ამოწურული დახვდა.
- სივრცის მომზადებას - შეკვეთების დიდი რაოდენობით სწრაფ დამუშავებას შესაბამისი სივრცე სჭირდება. ასეთ დროს მაღაზიებს ვურჩევთ ან არსებული საწყობი გადაალაგონ ისე, რომ დამატებითი სივრცე გამოუთავისუფლდეთ ან დროებით დაიქირაონ ახალი, აღიჭურვონ სათანადო ტექნოლოგიებითა და აღრიცხვის სისტემებით.
- სტაფის მობილიზებას - ისევე როგორც ჩვენთვის, ონლაინ მაღაზიისთვისაც აუცილებელია თანამშრომლების მობილიზება, გადამზადება ან დამატებაც კი, რათა გაზრდილი შეკვეთები დროულად დაამუშაონ.
- ადრესატებთან კომუნიკაციას - მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნებისთვის აუცილებელია მაღაზიებმა ისინი გააფრთხილონ იმაზე, რომ შესაძლოა შეკვეთა მიუვიდეთ სტანდარტულთან შედარებით უფრო გვიან. ფასდაკლებების პერიოდში გაზრდილია შეკვეთების დამუშავებისა და მიტანის დრო. მომხმარებელს უნდა შევუქმნათ სწორი მოლოდინი, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც უკმაყოფილება, ასევე დაგვიანებული ამანათის გამო შემოსული შეტყობინებები.
რჩევები მომხმარებლებს
იმისთვის, რომ დიდ ფასდაკლებებზე შოპინგით მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:
- პირველ რიგში, სწორად შეარჩიეთ ონლაინ მაღაზია. ჩვენს ბლოგში ბევრი წვრილმანი განვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, სანდოა თუ არა საიტი. კიდევ ერთხელ გადახედეთ რჩევებს და მხოლოდ ყველა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შეიძინეთ ამ მაღაზიიდან ნივთები.
- გადაამოწმეთ შეძენისა და მიწოდების პირობები, მოიკითხეთ ამანათის მიტანის ვადები. როგორც ზემოთ ვახსენეთ, შესაძლოა ზოგიერთმა კომპანიამ გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ვერ მოახერხოს სტანდარტული გრაფიკით ნივთის მოტანა.
- გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მხოლოდ თქვენ არ ყიდულობთ სასურველ ნივთებს და ეს ციებ-ცხელება მთელ მსოფლიოს აქვს მოდებული, ამიტომ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და გაგებით მოეკიდეთ ონლაინ მაღაზიებისა და საკურიერო კომპანიების მცირედ დაგვიანებებს.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!