ONWAY-ს ფლაგინი Storera-სთვის
25 აპრილი, 2024ბოლო წლებში საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ონლაინ ვაჭრობა. ქართული ბიზნესები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც ყიდიან თავიანთ პროდუქციას. მათი საქმიანობის გასამარტივებლად შეიქმნა ვებ-გვერდი Storera.ge. Storera, რომელსაც ადრე მომხმარებლები B2C.ge-ს სახელით იცნობდნენ, არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა საკუთარი ონლაინ მაღაზია და დაიწყო გაყიდვა მთელს მსოფლიოში. მისი დახმარებით შეგიძლია წამოიწყო, გაზარდო და მართო შენი ონლაინ ბიზნესი. Storera-ზე მარტივად შექმნი ონლაინ მაღაზიას, მართავ პროდუქტებს, გადახდებს, მიწოდებას და გაყიდი ნივთებს ყველგან. რაც მთავარია, ამისთვის განსაკუთრებული ტექნიკური ცოდნა არ გჭირდება, რადგან საიტზე ჩაშენებულია ყველა საჭირო ფუნქციონალი.
ონვეიში მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებულ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენ ვქმნით მრავალფუნქციურ საკურიერო პლატფორმას, რომელიც პასუხობს თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებს, სწორედ ამიტომ Storera-ს მომხმარებლებს უკვე ჩვენი ფლაგინითაც შეუძლიათ სარგებლობა. თუ ამ ფუნქციის გამოყენება გსურს, ონვეის საიტზე შექმენი ექაუნთი, Storera-ზე კი მიწოდების მოდულში აირჩიე ONWAY.
ყველა ის მონაცემი, რომელიც სტორერასთვის დაგჭირდება, შეგიძლია ონვეისგან მიიღო, ამისთვის საჭიროა მოგვწერო მეილზე info@onway.delivery.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - B2C ბიზნესები პრიორიტეტს ანიჭებენ ინდივიდუალური მომხმარებლების მოთხოვნების გაგებასა და დაკმაყოფილებას. ეს გულისხმობს ბაზრის კვლევას, მომხმარებელთა სეგმენტაციას და პერსონალიზებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
პროდუქტის მრავალფეროვნება - B2C მოიცავს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის სხვადასხვა პრეფერენციებსა და მოთხოვნებს. ყოველდღიური მოხმარების საქონლიდან დაწყებული, ფუფუნების ნივთებით დამთავრებული, B2C მოდელი აერთიანებს შეთავაზებების ფართო სპექტრს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!