სატელეფონო გაყიდვები გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური არხია.
ამ სფეროში წარმატების მთავარი გასაღები ზარის სწორად დაგეგმვა და განხორციელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ხელოვნებაცაა, რადგან არ არის მარტივი მომხმარებელს დისტანციურად გააცნო პროდუქტის ყველა უპირატესობა და დააინტერესო იგი.
და სწორედ დაინტერესების შემდეგ იწყება მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი - დისტანციურად გაყიდული პროდუქციის რეალურ სივრცეში გაცოცხლება.
ეს ყოველივე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნით შეკვეთის მიწოდებას გულისხმობს, მსგავსი ხარისხიანი სერვისის შესათავაზებელად კი აუცილებლად გამოცდილი ლოგისტიკური პარტნიორია საჭირო.
ამიტომაც შექმნა ონვეიმ თქვენს ბიზნესზე მორგებული მომსახურება.
უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.
დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.
თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.