გააზიარე

პორტალზე შეკვეთების მართვა

Ნაბიჯი #1 - შეკვეთების ისტორია 


Შეკვეთების მონიტორინგისათვის, შედით შეკვეთების ისტორიაში: აქ ნახავთ  ყველა თქვენს შეკვეთას. გამოიძახეთ ფანჯარა თუ კონკრეტულ თრექინგზე გსურთ მოითხოვოთ დახმარება. 


Ნაბიჯი #2 - გზავნილების მარკირება


Ბეჭდვის ღილაკი დაგჭირდებათ სტიკერების ამოსაბეჭდად. Შეგახსენებთ, რომ ყველა გზავნილის მარკირება სავალდებულოა. (წამოვიღებ მარკირებულ ამანათს) Ამოსაბეჭდად შეგიძლიათ სხვადასხვა ზომის სტიკერი აირჩიოთ თქვენი საბეჭდი მოწყობილობის შესაბამისად. Ჩვენ საშუალო ზომის თერმულ სტიკერებს გირჩევთ, რომელიც ამანათს კარგად ეკვრის და ტრანსპორტირების დროსაც არ ძვრება.

თუ თრექინგთან ერთად სისტემაში თქვენი შეკვეთის ნომერსაც წერთ, მაშინ გირჩევთ დიდი ზომის სტიკერით ისარგებლოთ, სადაც ბარ კოდის სახით  შეკვეთის ნომერიც ამოდის და შეგიძლიათ ამავე სტიკერით დაასორტიროთ თქვენს საწყობში ამანათები.

Ზემოთ მოცემულია თარიღის ფილტრები, რომელთა გაფილტვრა სხვადასხვა კატეგორიით შეგიძლიათ.


Ნაბიჯი #3 - შეკვეთის სტატუსი


Მნიშვნელოვან ადგილს ჩვენს სისტემაში იკავებს შეკვეთის სტატუსები. თითოეული მათგანი სახელის შესაბამისად გამოხატავს ამანათის მდგომარეობასა და მდებარეობას, რაც მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. 

Ძიების ველში შეგიძლიათ კონკრეტული სიტყვებით, სახელებით, რიცხვებით მოძებნოთ ამანათები. 

Მონაცემების მონიშვნის შემთხვევაში, შეძლებთ გადმოწეროთ რეპორტი ან მოამზადოთ ინვოისი კონკრეტული თრექინგებისთვის. 

Სწრაფი ნავიგაციისთვის აირჩიეთ 50, 100 ან 200 თრექინგის ერთ გვერდზე ჩატვირთვა. 

Შეკვეთების ცხრილი გიჩვენებთ  ყველა ინფორმაციას  რომელიც ახლავს თითოეულ გზავნილს.

მეტი  დეტალის სანახავად  დააკლიკეთ თრექინგს. ფანჯარაში გზავნილთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია იყრის თავს.

შეკვეთისა და  გადახდის დეტალები; ამანათის ისტორია, რომელშიც ჩანს ამანათის სტატუსის ცვლილებები და ფოტოები.


Ნაბიჯი #4 - თრექინგის მართვის პანელი


განვიხილოთ თრექინგის მართვის პანელი: დასრულებულ შეკვეთებზე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ უკუგზავნილი, ამ დროს მიმღებისა და გამგზავნის მონაცემები შეტრიალდება და ახალი თრექინგით დარეგისტრირება. Ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლოა დაგჭირდეთ, თუ თქვენს მომხმარებელს სურს ნივთის დაბრუნება.

თითოეულ გზავნილზე შესაძლებელია ცნობის ავტომატურად ამოღება, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სახელმწიფო უწყებებში წარსადგენად.

ინვოისის მომზადების და ბეჭდვის ფუნქცია თრექინგის ინდივიდუალურ გვერდზეც  არის დამატებული.


Ნაბიჯი #5 - ჩაბარების ვადები


Საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისთვისაც ჩაბარების ვადები მნიშვნელოვანია: თქვენს მიერ დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე, სისტემა ითვლის სავარაუდოდ როდის ჩაბარდება გზავნილი. ამ მონაცემების გადამოწმება მომხმარებელსაც შეუძლია ონვეის მთავარ გვერდზე თრექინგის გამოყენებით.

შეგახსენებთ, თუ შეკვეთის დროს შეკვეთის ნომერსაც დაამატებთ, მომხმარებელს ამ ნომრით შეეძლება გადაამოწმოს ჩვენს საიტზე ინფორმაცია. გახსნილი ფანჯარა, რომელიც ასევე ადაპტირებულია მობილურისთვის ,მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს. 

ინფორმაციის მიღების ამგვარი მეთოდი და ჩვენი სმს შეტყობინება, როდესაც ამანათი  გადის ჩასაბარებლად, მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხს და მათ მომართვიანობას თქვენდამი.


მიწოდების კალკულატორი