დოკუმენტაცია

დოკუმენტაცია

დღესდღეობით თითქმის ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია თუ საქმიანი მოლაპარკება შესაძლებელია, ვირტუალურ სივრცეში განხორციელდეს. 

ამის მიუხედავად, არსებობს მომენტები, როდესაც საჭირო ხდება წერილობითი კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ფაქტორივად გაგზავნა შესაბამის პირთან. 
 
გარდა ამისა, ვირტუალური კომუნიკაციის ეპოქაშიც კი არსებობენ კომპანიები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა სწორედ რომ ოფიციალური დოკუმენტაციის მიმოცვლასთან არის დაკავშირებული.
 
სწორედ ასეთ სიტუაციებში შეგიძლიათ მიმართოთ ონვეის გუნდს ლოგისტიკური მომსახურებისათვის და ჩვენს კურიერებს კონფიდენციალური საბუთების მიწოდებაც კი თამამად ანდოთ. 
რას გთავაზობთ?

რას გთავაზობთ?

ლოგისტიკურ მომსახურებას:

  • თქვენ შეგეძლებათ წერილებისა თუ დოკუმენტაციის გაგზავნა როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით
  • თქვენთვის აღარ იარსებებს გამოუვალი სიტუაცია ან საბუთების გაგზავნის დაგვიანების საფრთხე, რადგან, სტანდარტულ მიწოდებასთან ერთად (მეორე დღეს), ონვეი გთავაზობთ სწრაფ ან ექსპრეს გზავნილებს, რაც გულისხმობს შეკვეთის ჩაბარებას იმავე დღეს.

ციფრულ გადაწყვეტილებებს:

  • თქვენ შეძლებთ მარტივად დაარეგისტრიროთ გზავნილი საკუთარი პორტალის დახმარებით
  • პირადი პორტალიდანვე შეძლებთ თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარების პროცესს, ჩვენი სისტემის მეშვეობით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და ჩაბარების დასტურს
  • ამ ყველაფერთან ერთად გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მიზეზებთან დაკავშირებით

ოფიციალური გზავნილების მიწოდებას:

  • თქვენ შეძლებთ  გაგზავნოთ ოფიციალური დოკუმენტაცია ნებისმიერ უწყებაში
  • ნებისმიერი გადაზიდვის დასრულების შემდეგ მიიღებთ როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულ დასტურს ამანათის წარმატებით ჩაბარების შესახებ
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.