test
თუ ონლაინ მაღაზიას ფლობ, მაშინ გეცოდინება, რომ პროდუქციის გაყიდვასთან ერთად, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაც საჭიროა.
საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, ონლაინ მაღაზია (იურიდიული პირი - შპს ან ინდ. მეწარმე) ვალდებულია გამოწეროს სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით. სასაქონლო ზედნადებში მიეთითება გაყიდული პროდუქცია, მისი ფასი, მიმღების ინფორმაცია, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილები, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი და მძღოლის მონაცემები.
უამრავი სხვა საქმის პარალელურად, ონლაინ მაღაზიისთვის სასაქონლო ზედნადებების ხელით მართვა ძალიან შრომატევადი პროცესია, სწორედ ამიტომ ონვეი თავის პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია იყენებს API ინტეგრაციას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან, რაც ჩვენთვისაც და ჩვენი დამკვეთებისთვის მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ სასაქონლო ზედნადებების მართვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას ქართულ რეალობაში.
- ონლაინ მაღაზიათა დიდი ნაწილი პროდუქციის აღსარიცხად სხვადასხვა ბუღალტრულ პროგრამას იყენებს. თავის მხრივ, ამ პროგრამებს საშუალება აქვს, საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, ავტომატურად გამოწერონ სასაქონლო ზედნადები.
- ონლაინ მაღაზიათა ნაწილი კი ვერ/არ იყენებს ამგვარ ინტეგრაციას და უბრალოდ ხელით ტვირთავს სასაქონლო ზედნადებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზედნადებში აუცილებელია მიუთითოთ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი და მძღოლის მონაცემები. საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციის გაცვლა ძალიან რთული ან ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან დღეში შესაძლოა ათასობით ამანათს გადაზიდავდეს ტრანპორტიორი.
როგორ მუშაობს ონვეის ინტეგრაცია?
- სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შემთხვევაში, ონლაინ მაღაზია ტრანსპორტირების სახეში ირჩევს "გადამზიდავს" და უთითებს ონვეის საიდენტიფიკაციო ნომერს (402059419).
- შენიშვნის ველში კი აფიქსირებს ონვეიში კონკრეტულ შეკვეთაზე მინიჭებულ თრექინგ კოდს, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერს და სხვა დანარჩენ ინფორმაციას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). აუცილებელია, რომ მონაცემების გამოყოფა მოხდეს მძიმით.
- მხოლოდ ამის შემდეგ აისახება კონკრეტული ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ონვეის, როგორც ტრანსპორტიორის მომხმარებელში.
როგორ მართავს ონვეი სასაქონლო ზედნადებს?
- როდესაც კურიერი ამანათს იღებს და ანიჭებს სტატუსს "აღებული" ზედნადები ავტომატურად აქტიურდება.
- ზედნადების გააქტიურების პარალელურად, ონვეის მხრიდან ავტომატურად გადაეცემა მძღოლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები.
- ტრანსპორტირების სხვადასხვა ეტაპზე, იცვლება რა მძღოლი და ტრანსპორტი, ონვეის სისტემა ავტომატურად ცვლის მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს.
- შეკვეთის დასრულების შემდეგ, "ჩაბარებული" სტატუსის მინიჭებისას სასაქონლო ზედნადები ავტომატურად იხურება.
გახსოვდეთ, რომ ყველა ბიზნესი განსხვავებულია, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ონვეის და მიიღოთ ამ პროცესთან დაკავშირებული კონსულტაცია.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!