მიწოდების პირობები

მიწოდების სტანდარტული პირობები

‘’ONWAY“-ს საწყობიდან ადრესატის მისამართზე ამანათის გატანა ხორციელდება: ა) თბილისსა და დიდ ქალაქებში - 2-ჯერ; ხოლო ბ) მაღალმთიან ლოკაციებსა და სოფლებში - ერთხელ. სტანდარტულ დროში  ამანათის ადრესატისათვის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, ამანათი ბრუნდება ფილიალში, სადაც უსაფრთხოების წესების დაცვით განთავსდება ერთი კვირის განმავლობაში, ადრესატისაგან ან გამგზავნისაგან შემდგომი რეაგირების/მითითების მიღების მიზნით. აღნიშნული ვადის შემდეგ, თუკი ადრესატმა არ ჩაიბარა ამანათი, იგი იგზავნება თბილისის ცენტრალურ ფილიალში შემდგომი რეაგირების მიზნით ან გამგზავნის სურვილის შემთხვევაში, იგზავნება სხვა ადრესატთან/უბრუნდება გამგზვანს უკან - უკან დაბრუნების ან სხვა მისამართზე/იგივე მისამართზე  გაგზავნის სტანდარტული ტარიფით (თუკი მხარეთა სახელშეკრულებო პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი). უკან დაბრუნების სურვილი, შემკვეთს შეუძლია გამოხატოს პირად კაბინეტში შესაბამისი მონიშვნით.  

იმ შემთხვევაში თუ,  განსაზღვრული გრაფიკით მითითებულ ვადაში ვერ ხერხდება გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის (ადრესატის ბრალით ან სხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემით), ‘’ONWAY“  შეუთანხდება  ადრესატს დამატებით დროში გზავნილის მიწოდების  შესახებ ან/და მიუთითებს გაცემის პუნქტის შესახებ ინფორმაციას, საიდანაც ადრესატს შეეძლება გაიტანოს გზავნილი  ნებისმიერ დროს - სამუშაო საათების განმავლობაში,  მისი სურვილისამებრ.  გზავნილის ჩაბარების/ფილიალიდან გატანის  დამატებითი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემკვეთის სურვილისამებრ გზავნილი დაუბრუნდება მას ან გაიგზვანება ადრესატთან ხელახლა დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ.   

შემკვეთის ვალდებულებები ტვირთის გაგზავნისას:  

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ "ONWAY" (როგორც ექსპედიტორი) გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას ახორციელებს შემკვეთის მიერ ტვირთის შესახებ მოწოდებული, შეკვეთაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით. გარდა  გზავნილის თანმხლები აუცილებელი დოკუმენტაციისა, რომელიც მოიცავს ტვირთის ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს ან/და ზედნადებს, სადაც აღნიშნული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, შემკვეთმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება ექსპედიტორისათვის, რომელიც შესაძლოა  საჭირო გახდეს, როგორც ტარიფის დასადგენად, ისე ტვირთის საიდენტიფიკაციოდ, მათ შორის: 

ა) გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტი, მიმღებისა და გამგზავნის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ზუსტ მისამართს, საკონტაქტო პირს  და ტელეფონის ნომრებს. 
ბ) ინვოისი და საჭიროების შემთხვევაში, გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია; ნებისმიერი დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია გზავნილის ღირებულება. საჭირო ლიცენზიები, ნებართვები, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტაცია;
გ) გზავნილის ზუსტი და დეტალური აღწერილობა (წონა ბრუტო და ნეტო, მახასიათებლები, გაბარიტები, რომელსაც ექსპედიტორი ახორციელებს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აზუსტებს  მათ. 
დ) გადასაზიდი კონკრეტული გზავნილის მიწოდების პირობები; 
ე) ტვირთის თვისობრიობა - სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, მისი სახეობა და აღწერილობა, სახიფათო ტვირთებისთვის მინიჭებული საიდენტიფიცირებელი კოდი, ნომერი, კლასი ასეთის არსებობის შემთხვევაში.  მსხვრევადი და მტვრევადი ტვირთის შემთხვევაში - მითითება ტვირთის მსხვრევადობის თაობაზე, შესაბამისი დეტალებით. მალფუჭებადი ტვირთის შემთხვევაში - შესაბამისი მითითება და აღწერილობა. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ლითოებისა და ქვების შემთხვევაში - შესაბამისი აღწერილობა და მითითება, კანონმდებლობით მოთხოვნილი  თანმხლები დოკუმენტაცია. 
ვ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია გზავნილის/ტვირთის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს გზავნილის/ტვირთის გადაზიდვის ტექნოლოგიაზე (აქციზურობა, დასაწყობების და ტრანსპორტირების თავისებურებანი, და ა.შ.), მის უსაფრთხოებაზე, შეფუთვაზე, მიწოდების ვადაზე. 
ზ) რეფრეჟირატორული (მალფუჭებადი) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვისას საჭირო ტემპერატურული რეჟიმი; 
თ) არაგაბარიტული ტვირთის შემთხვევაში, ტვირთის ნახაზი და ზომები; გაბარიტული ტვირთის შემთხვევაში - ზუსტი ზომები;  

ექსპედიტორი გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს შემკვეთის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად და მასზე დაყრდნობით შერჩეული გადაზიდვისთვის გასათვალისწინებელი პირობების მიხედვით (შიგთავსის შემოწმების გარეშე). აქედან გამომდინარე, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია გზავნილის შესახებ, მისი თვისობრიობებისა და მასთან დაკავშირებული გასაწევი მომსახურების დეტალების შესახებ (ასეთის საჭიროებისას), წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს დამდგარი შედეგისთვის. თუკი, შემკვეთის მიერ გადაზიდვასთან/გზვანილთან დაკავშირებით ინფორმაციის არასწორად მიწოდებით/მიუწოდებლობით, ექსპედიტორს მიადგება ზიანი, შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს დამდგარი ზიანი.  

შემკვეთი ვალდებულია დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მოამზადოს გზავნილი/ტვირთი გასაგზავნად, რაც გულისხმობს მის სათანადო შეფუთვას, მარკირებას და ყოველი კონკრეტული გზავნილის მახასიათებლებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელ პროცედურებს. აღნიშნული პროცედურა შესაძლებელია შეასრულოს ექსპედიტორმა, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულის შეკვეთის განაცხადში დაფიქსირების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი სათანადოდ არ იქნება შეფუთული, ექსპედიტორი მთლიანად თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა დადგეს გადაზიდვის დროს, გზავნილის არასათანადო შეფუთვის გამო.   

შემკვეთი ვალდებულია ზუსტად აღნიშნოს გზავნილის შემადგენლობა, მახასიათებელი, რაოდენობა, სახეობა, ფასი და დაახვედროს  ექსპედიტორს სათანადოდ შეფუთული  ამანათი. აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, გზავნილის შემადგენლობის შესახებ ან/და ნებისმიერი გაუგებრობისას მტკიცების ტვირთი შემკვეთის მხარესაა. 

შემკვეთი ვალდებულია განახორციელოს ამანათის  მარკირება სრულყოფილად -  დაიტანოს მასზე გამგზვანისა და მიმღების შესახებ  ინფორმაცია სრულად და ზუსტად; დაიტანოს ტვირთის თაობაზე ინფორმაცია სრულყოფილად და გარკვევით და დააკრას სტიკერი ამანათს ისე, რომ ამანათის ადრესატამდე მიწოდებამდე  სტიკერი არ დაზიანდეს და არ დაიკარგოს.  

გასაგზავნი ტვირთების დიდი რაოდენობის ან/და შემკვეთის სურვილის შემთხვევაში, სტიკერი იბეჭდება თერმული პრინტერის საშუალებით "ONWAY"-ს პორტალიდან, რაც გამორიცხავს სტიკერის არაჯეროვნებასთან დაკავშირებით  წარმოქმნილ შემთხვევებს.  

თუკი გასაგზავნი ამანათი წარმოადგენს წერილებსა და კორესპოდენციას:   

შემკვეთი ვალდებულია გზავნილზე გარკვევით დაიტანოს მიმღების ინფორმაცია: სახელი გვარი, სრული ფაქტობრივი მისამართი, სასურველია - ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი - ეს პროცედურა არის კონვერტის მარკირება და მისი ჯეროვნად  შესრულება სავალდებულოა. ამასთან, ადრესატის პირადი ნომერი უშუალოდ კონვერტზე არ დაიტანება და გადაეცემა ექსპედიტორს ელექტრონული ფორმით ან რეესტრით, შესაბამისი შეკვეთის მონაცემებთან ერთად.  

პასუხისმგებლობა ამანათის შიგთავსთან დაკავშირებით:  

შემკვეთი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობა და კონკრეტულად საგადასახადო/სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პასუხი აგოს თავისივე გზავნილის სამართლებრივ/უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის გადაზიდვას/დასაწყობებას/ ტრანსპორტირებასაც  ახორციელებს ექსპედიტორი. აღნიშნულ საკითხზე  ნებისმიერ წარმოშობილ გაუგებრობასთან დაკავშირებით,  ექსპედიტორი მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ აქვს წვდომა გზავნილის შიგთავსთან და იგი ეყრდნობა შემკვეთის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას გზავნილთან დაკავშირებით.  

‘’ONWAY“ უფლებამოსილია, შეამოწმოს გზავნილი ან უშუალოდ გზავნილის წამოღებისას, ან ექსპედიტორის ოფისში მიტანისას და დააკორექტიროს მისი წონა და შესაბამისად მომსახურების ფასი, გზავნილის რეალური წონისა და მოცულობის შესაბამისად. გზავნილის დაზუსტებული წონა და გაბარიტები აისახება შემკვეთის პორტალზე, რომლის მიხედვითაც ავტომატურად კორექტირდება  გზავნილის გადაზიდვის მომსახურების საფასური.   

ექსპედიტორს გადააქვს გზავნილი შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, მითითებულ ადრესატთან. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ მიიღებს ტვირთს ან/და მომსახურების საფასურის გადახდაზე უარს იტყვის (თუ ასეთი შეთანხმებაა შემკვეთსა და ადრესატს შორის, რომლის შესახებ ინფორმირებულია ექსპედიტორი), შემკვეთი აუნაზღაურებს ექსპედიტორს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურს, ხოლო ექსპედიტორი უბრუნებს შემკვეთს მის მიერ გაგზავნილ ნივთს - შემკვეთის პირად კაბინეტში ასახული მომსახურების  ტარიფებისა და ვადების შესაბამისად.  

ტვირთის გადამზიდავისათვის მიწოდებამდე შემკვეთი იურიდიული პირი, ვალდებულია ექსპედიტორს ელექტრონულად გადაუგზავნოს ელექტრონული სასაქონლო ზედნადები. გადამზიდავი ვალდებულია დაიწყოს ტვირთის ტრანსპორტირება მისთვის გადაგზავნილ ზედნადებში შესავსები ველების შევსების და ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითების შემდგომ (ზედნადების გააქტიურების შემდგომ). ამავდროულად შემკვეთს ეკირება პასუხისმგებლობა დროულად (სრულყოფილად) ატვირთოს ზედნადები შესაბამისი მონაცემებით და შეატყობინოს აღნიშნული ექსპედიტორს, რათა ექსპედიტორმა ობიექტურად შეძლოს ტვირთის ჩაბარებამდე მისი გააქტიურება. 

მხარეთა პასუხისმგებლობა 

"ONWAY"-ს პასუხიმგებლობა  

ექსპედიტორი შემკვეთის მიმართ პასუხს აგებს გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანზე, თუ ზიანი მიყენებულია ექსპედიტორის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ექსპედიტორის ფინანსური პასუხისმგებლობა არის ლიმიტირებული თითო ერთეული გზვანილის მიხედვით.  თუ ტვირთის დაკარგვა ან მთლიანი დაზიანება გამოწვეულია ექსპედიტორის ბრალეულობით,  შემკვეთს აუნაზღაურდება ტვირთის თვითღირებულება (მაგრამ არა უმეტეს მისი ფაქტობრივი ღირებულებისა) და გადახდილი გადაზიდვის მომსახურების საზღაური, ჯამში არა უმეტეს 400 ლარისა. ტვირთის დაზღვევის შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სადაზღვევო პოლისის პირობების შესაბამისად, ექსპედიტორის პასუხიმგებლობის ლიმიტის გარეშე.  

‘’ONWAY“-ის ბრალეული ქმედებით ამანათის ადრესატისათვის მიუწოდებლობის/ამანათის განადგურების/დაკარგვის შემთხვევაში, შემკვეთს უკან უბრუნდება გადახდილი  საკურიერო მომსახურების (ამანათის მიწოდების) საფასური. ასეთ შემთხვევაში, განხორციელდება თანხის გაქვითვა, თუკი საანგარიშო თვის მანძილზე მხარეთა შორის გაწეული მომსახურება იძლევა აღნიშნულის საშუალებას/მხარეთა შორის არსებობს მუდმივი და გრძელვადიანი ურთიერთობა ან აისახება შემკვეთის მიერ მითითებულ  საბარათე ანგარიშზე, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.   

შემკვეთის პასუხისმგებლობა  

შემკვეთი პასუხისმგებელია შეკვეთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე მიწოდებული ტვირთის თანმხლები დოკუმენტების ნამდვილობასა და სისწორეზე. ექსპედიტორს უფლება აქვს შემკვეთს დააკისროს, და შემკვეთი შესაბამისად ვალდებულია აუნაზღაუროს ექსპედიტორს, აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შესურულებლობის გამო ექსპედიტორისათვის მიყენებული  ზიანი.   

შემკვეთს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მიზეზით ტვირთის/გზავბილის/კურიერის რესურსის ნებისმიერი ფორმით მოცდენისათვის.  

მიწოდების კალკულატორი