კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს საიტზე დარეგისტრირებითა და ,,onway”- მომსახურებებით სარგებლობის პროცესში, თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების და სხვა ნებისმიერი მონაცემის დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესებსა და პირობებს, რაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ,,onway”- მიერ, ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით.

საიტზე
დარეგისტრირებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით, თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ,,onway”- მიერ მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

,,onway”
გახლავთ საკურიერო კომპანია, რომელიც ვებ. გვერდზე www.onway.ge დარეგისტრირებული დამკვეთ(ებ)ის (მომხმარებლების) შეკვეთის შესაბამისად, ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების/COD და სხვა სახის საკურიერო და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. შპსონვეირეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402059419, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, . თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ყირიმის .,N 7; ფაქტობრივი მისამართი: . თბილისი, სოფელი დიღომი, როსტევანის .#8, ან ასევე, მასთან აფილირებული ან მისი ნებისმიერ შვილობილი იურიდიული პირი;

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედების სუბიექტები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ,,onway” - მომხმარებლებლებზე (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებზე, ვინც გამოხატა ინტერესი მიიღოს მომსახურება ,,onway”-საგან, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერ პირზე, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს (მგ. ადრესატი, მიმღები...), მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/საჭიროა ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი მომსახურების მისაღებად.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

,,onway” -სათვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?

,,onway”-სა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით/ მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთით ნაკისრი მომსახურების ვალდებულებების, მათ შორის:

სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მიზნით, ,,onway” ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:

რა სახის მონაცემების დამუშავებას ახდენს ,,onway” ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, რაც გაცხადებულია თქვენს მიერვე ან შეგროვებულია მომსახურების გაწევის პორცესში, მუშავდება და ინახება კვლავ მომსახურების მიზნებით და გამოიყენება საჭიროებისამებრ ამავე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული პირობებით:

მონაცემები რომელთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:

პერსონალური მონაცემები:

მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით სარგებლობისას, თქვენი დაკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი

ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, გზავნილის შესაებ ინფორმაცია; ადრესატის შესახებ ინფორმაცია, მისამართები, პირადი ნომერი და .. ასევე, საიტზე ავტორიზაციის გავლისა ან/და საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის.

ნებაყოფლობითი ინფორმაცია

,,onway” ასევე აგროვებს ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ.: როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით/სატელეფონო საშუალებით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ,,onway”- ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით; როგორიცაა მაგ.: ლაივ ჩატები ვებ.გვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.

Log in/ Coockies ისტორია და სხვა ტექნიკური/პროგრამული ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც მუშავდება პროგრამულად, სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ანალიტიკური ინფორმაცია

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ ,,onway” - სერვისების გამოყენების თაობაზე, საანგარიშო პერიოდის მანძილზე თქვენს მიერ მიღებული მომსახურება, მათი დეტალები, ანგარიშსწორების ისტორია და სხვა.

არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია

ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დეიდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.

რა ვადით ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები ?

,,onway” უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.

თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ ,,onway” - მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება კონფიდენციალურობის პოლიტიკის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადითა და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

ვისთვის ხდება ხელმისაწვდომი თქვენი მონაცემები?

პერსონალური მონაცემები საიტზე არ ინახება ღია სახით და არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, გარდა პირადი ანგარიშის მფლობელისა და ,,onway” - ადმინისტრაციისა/გუნდისა.

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ ,,onway” - ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:

როგორ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვას და განხორციელებას. ,,onway” - მიერ დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის პრევენცია და ,,onway” - მიერ ინტერნეტით შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ეს ზომები განსხვავდება ჩვენ მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაციის სენსიტიურობის მიხედვით.

ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ კონტროლის სტანდარტულ პროგრამულ პროცედურებს და საშუალებებს. ინფორმაცია სვინახავთ დახურულ სერვერებზე და ვაკონტროლებთ მის უსაფრთხოებას, პროფესიონალი ტექნიკური გუნდის ზედამხედველობით.

ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

ონლაინ უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ,,onway” იღებს ყველა საჭირო ზომას ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ვთავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ,,onway” იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისათვის.

სატელეფონო ზარები

,,onway” - ქოლ ცენტრში შემავალი და გამომავალი სატელეფონო ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების, სწავლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ასევე, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ სერვისებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობთ.

თქვენ უფლება გაქვთ:

თქვენი უფლებების შეზღუდვა:

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

არასრულწლოვანი პირები

ვებ.გვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია. ანალოგიურად, იურიდიული პირის შემთხვევაში, არაუფლებამოსილ პირს არ აქვს უფლება ისარგებლოს კომპანიის პირადი ანგარიშით.

,,onway” იტოვებს უფლებას, შეამოწმოს თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ,,onway” -სთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ან არ არის უფლებამოსილი წარმომადგენელი იურიდიული პირის შემთხვევაში, ,,onway” - უფლება აქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია.

ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ,,onway” - პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული გამოქვეყნდება ვებ.გვერდზე, ცვლილების ძალაში შესვლის თარიღით. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის ვებ. გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

თქვენ პასუხისმგებელნი ხართ, პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებ.გვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ,,onway” -სათვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებ.გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

გამოყენების პირობები

თქვენს მიერ ,,onway”- გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ, ,,onway” - გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის: მზა ჩანაწერები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობისა და ვებ.გვერდის გამოყენების ,,წესები და პირობები“- განუყოფელ ნაწილს.

თქვენი ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით, აუცილებელია ,,onway” - ჰქონდეს თქვენს შესახებ (ტქვენი შეკვეთის შესახებ) სრულყოფილი და სწორი/ზუსტი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თქვენი პერსონალური ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში.

მიწოდების კალკულატორი