წესები და პირობები

ურთიერთთანამშრომლობისა და ვებ. გვერდის  გამოყენების ,,წესები და პირობები“   

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ,,onway”-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ ,,onway”-ს ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. ,,onway”-ს ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის მომხმარებლების/ადრესატებისა და დამკვეთების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც ,,onway”-ს ვებ. გვერდი.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ,,onway” თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს - მუშავდება ვებ. გვერდზე განთავსებული  კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

ვებ. გვერდზე დარეგისტრირებით და/ან ,,onway”-ს მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით, თქვენ ელექტრონულად ხელს აწერთ და თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესებისა და ვებ. გვერდზე განთავსებული მომსახურების პირობების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და ,,onway”-ს შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა/ძალა.  

თქვენს მიერ გაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით  ვებ. გვერდზე განთავსებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას - ,,კონფიდენციალურობის პოლიტიკა“.

საკურიერო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ,,სერვისები/მომსახურების სტანდარტული პირობები“.

ვებ. გვერდზე განთავსებული მომსახურებისა და კონფიდენციალურობის პირობები, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პოლიტიკის  მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია, მინიჭებული აქვს იდენტური იურიდიული ძალა და მოქმედებს მასთან ერთად.   

,,onway”-ს ვებ. გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ,,onway”-ს სერვისებსა/მომსახურების სტანდარტულ პირობებში გათვალისწინებულ წესებს, რაც ავტომატურად მოქმედებს კონკრეტული სერვისის გამოყენების მიმართ, როგორც ხელშეკრულების სტანდარტული პირობა და მისი განუყოფელი ნაწილი.

1.  ტერმინთა განმარტება 

1.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: 
1.1.1.  ,,onway”- საკურიერო კომპანია, რომელიც დამკვეთის (მომხმარებლის) შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების/COD და სხვა სახის საკურიერო და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. შპს „ონვეი“ რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402059419, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ყირიმის ქ.,N 7; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, როსტევანის ქ.#8, ან ასევე, მასთან აფილირებული ან მისი ნებისმიერ შვილობილი იურიდიული პირი; 
1.1.2. ვებ-გვერდი - ნიშნავს ,,onway”-ს ვებ. გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება; 
1.1.3. დამკვეთი (მომხმარებელი)  - ფიზიკური ან  იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრირებულია საიტზე და ფლობს პირად ანგარიშს საიტზე, სურს ,,onway”-ს ვებ. გვერდის საშუალებით მიიღოს საკურიერო ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება/ სარგებლობს საიტზე შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით. 
1.1.4. ანგარიში - ნიშნავს დამკვეთის/მომხმარებელის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პირად ანგარიშს; 
1.1.5.  ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე შესვლას და ვებ. გვერდზე განთავსებულ ყველა სერვისზე წვდომას. 
1.1.6.  გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ვებ. გვერდზე განთავსებულ წესებსა და პოლიტიკას/მომსახურების სტანდარტულ პირობებს და ნებისმიერ სხვა წესს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ,,onway”-ს ვებ.გვერდზე  განთავსებული მომსახურებების გამოყენებისა და ვებ. გვერდის გამოყენების  საკითხებს,  მათ შორის: დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე; 
1.1.7 მიმღები/ადრესატი - მესამე პირი, რომელთანაც ,,onway” ახორციელებს დამკვეთის მიერ მიცემული შეკვეთის მიხედვით საკურიერო/საექსპედიციო/გადაზიდვის  მომსახურებას და შესაბამისად შეკვეთით გათვალისწინებული ნივთის მიწოდებასა და სხვა თანამდევ მომსახურებებს. ასევე, პირი რომელიც უშუალოდ იბარებს მიწოდებულ მომსახურებას/ნივთს. 
1.1.8. მხარეები - ნიშნავს ,,onway”-ს და  მის დამკვეთებს/მომხმარებლებს, ასევე ადრესატებს, რომლებსაც მიეწოდებათ ნივთები/მომსახურება.  
1.1.9.  შეკვეთა - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის საშუალებით საიტზე გაკეთებული შეკვეთა საკურიერო ან მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების შესახებ, რომელთა შესრულებაც ხორციელდება საიტზე განთავსებული   სტანდარტული პირობებით ან განისაზღვრება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
1.1.10.  მომსახურება - სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების  ასევე მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელსაც ახორციელებს ,,onway” და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია წინამდებარე საიტის საშუალებით.  
1.1.11. COD მომსახურება - Cash and Delivery Service.  დამკვეთის მიერ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ,,onway” უზრუნველყოფს ადრესატისათვის მიწოდებული ამანათის ღირებულების ადგილზე მიღებას ადრესატისაგან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და ადრესატისაგან მიღებული ამანათის ღირებულების დამკვეთისათვის გადარიცხვას მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით/შეკვეთით გათვალისწინებული პერიოდულობითა და წესით, ,,onway”-ს  საკომისიოს გამოკლებით. 
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები ან/და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ,,onway”-მ შესაძლოა მიაწოდოს დამკვეთს/მომხმარებელს. 
1.1.13.  ხელშეკრულება - დამკვეთს/მომხმარებლებსა და ,,onway”-ს შორის ელ. ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 
1.1.14. გადახდა - შეკვეთილი მომსახურების შესაბამისად ანგარიშსწორება, რომელიც შესრულებულად ითვლება ,,onway”-ს  საბანკო ანგარიშისზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. საჭიროების შემთხვევაში, ,,onway” უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.  
1.1.15. სამუშაო დღე - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე. უქმე დღე - საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ყველა დასვენების დღე. ასევე, ,,onway”-ს მიერ დაწესებული უქმე დღე, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ განთავსდება საიტზე ან ეცნობება დამკვეთს.  
არასამუშაო დრო - ,,onway”-ს   მიერ დაწესებული განრიგის მიხედვით ჩამოყალიბებული სამუშაო საათების გარდა ნებისმიერი დრო/საათი. 
სამუშაო საათები - ,,onway”-ს   სამუშაო საათები; კონკრეტული დრო როდესაც ხორციელდება საკურიერო და სხვა თანამდევი მომსახურებების გაწევა კომპანიის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად.   
1.1.16. შეტყობინება - დამკვეთის პირად ანგარიშზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება; საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია.  

2. განცხადებები და გარანტიები 

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს ,,onway”-ს საიტით სარგებლობის პირობებს.  
დამკვეთის/მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე ,,წესებითა და პირობებით“ დადგენილი და საიტზე განთავსებული სხვა სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული წესები, ასევე კონკრეტული მომსახურების მიმართ მითითებული წესები. 

საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით.  საიტზე რეგისტრაციითა და კონკრეტული შეკვეთის გაკეთებით, დამკვეთი/ მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და იძლევა გარანტიას, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციისა და დებულებასთან, მათ შორის საგადასახადო, პერსონალური მონაცემთა დაცვის, საბანკო რეგულაციებთან.   

,,onway”-ს პასუხს არ აგებს დამკვეთის/მომხმარებლის მიერ მომსახურების ან მისი პირადი ანგარიშის  უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე, ვინაიდან მას არ აქვს ინფორმაცია მომხმარებლის პირადი ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებასთან დაკავშირებით. დამკვეთი/მომხმარებელი თავად ახორციელებს პირადი ანგარიშის ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების დაფიქისრებას/ცვლილებას და თავადაა პასუხისმგებელი დაიცვას ამ მონაცემების კონფიდენციალურობა.  მომხმარებლის ანგარიშზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში (ასევე, ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე), მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს ონვეის შესაბამისი შეტყობინებით, რომლის საფუძველზეც ონვეი (თავად მომხმარებლის სურვილისამებრ) განახორციელებს მომხმარებლის პირადი ანგარიშის დახურვას/დაბლოკვას/განახლებას. 

ასევე, დამკვეთი/მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობა და მათ შორის: საგადასახადო/სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები გზავნილებთან დაკავშირებით და პასუხი აგოს თავისივე გზავნილის სამართლებრივ/უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის გადაზიდვას/დასაწყობებას/ტრანსპორტირებასაც  ახორციელებს ,,onway”. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ნებისმიერ წარმოშობილ დავასთან/ზიანთან/გაუგებრობასთან დაკავშირებით  ,,onway” მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ აქვს წვდომა გზავნილის შიგთავსთან და იგი ეყრდნობა დამკვეთის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას გზავნილთან დაკავშირებით. 

,,onway” უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები ,,მომსახურების წესებსა და პირობებში“. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ,,onway” განაახლებს საიტზე განთავსებულ შესაბამის რეგულაციას - ცვლილების თარიღის მითითებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღს და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ (მითითებული თარიღიდან). მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს  წესებსა და პირობებს. რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს. 

საიტით სარგებლობისას დამკვეთი/მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ,,onway”-მ დაამუშავოს დამკვეთის/მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. 

2.1 დამკვეთი/მომხმარებელი აცხადებს გარანტიას: 

2.1.1  არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, საიტზე განთავსებული წესების/რეგულაციების  არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; 
2.1.2 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 
2.1.3.  გაეცნო საიტის მოხმარებისა და მომსახურების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; 
2.1.4.  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი; 
2.1.5.  მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში); 
2.1.6.  პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. დამკვეთი ვალდებულია დაიცვას ,,onway” -ს ინტერესები და აუნაზღაუროს ,,onway” -ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად; 
2.1.7. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ,,onway”-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ,,onway.ge” -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი,ზუსტი და სრული;  

Onway  უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა; 
2.1.8. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით  ნაკისრ ვალდებულებებს; 
2.1.9. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ,,onway”-მ  მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს დამკვეთის/მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.  
2.1.10. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ,,onway”-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; 
2.1.11. ,,onway” მომსახურებას უწევს დამკვეთს/მომხმარებელს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ შეთანხმების/ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, წინამდებარე ,,წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ,,onway”-მ  ცამხრივი უარი განაცხადოს ვალდებულებების დამრღვევი დამკვეთისათვის,  ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე. 

2.2. დამკვეთი/მომხმარებელი ერთპიროვნულად პასუხისმგებელია:  

2.2.1  მომხმარებელის მიერ ,,onway”-სთვის   მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე; ასევე, შეკვეთის დროს წარდგენილ ყველა ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ,,onway” მომსახურების გაწევისას. დამკვეთის მიერ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შედეგად შესრულებულ შეკვეთასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ განიხილება.  

2.3.  დამკვეთი/მომხმარებელი აცნობიერებს, რომ: 

2.3.1  ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას; 
2.3.2   არ უნდა გამოიყენოს რაიმე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში, თუკი მხარეები წინასწარ არ შეთანხმდებიან აღნიშნულზე. 
2.3.3. არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოს ,,onway”-ს ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. 

3. დამკვეთის/მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება: 

3.1. ,,onway” -ს მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის: 
მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე onway.ge; 
რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს: 
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს;  ელ.ფოსტას და პაროლს; 
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდებას; საიდენტიფიკაციო ნომერს, დირექტორის მონაცემებს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საბანკო ანგარიშის ნომერს,  წარმომადგენლის მონაცემებს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ელ.ფოსტას და პაროლს, კომპანიის საქმიანობის სფეროს; 

მითითებული მონაცემები საიტზე არ ინახება ღია სახით და არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა პირადი ანგარიშის მფლობელისა და ,,onway” -ს ადმინისტრაციისა.  
რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება onway.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს; 

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, ,,onway”  იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ეხსნება პირადი ანგარიში და უფლებამოსილება ვებ. გვერდზე განთავსებული სტანდარტული წესების შესაბამისად, შეუკვეთოს მომსახურება დისტანციურად, ასევე ელ. ფორმით გააფორმოს ,,onway”-სთან საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით მიიღოს მომსახურება.  

3.2.  მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც მიღებულია დამკვეთის/მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან წარმოადგენს დადასტურებულ  შეკვეთას და დამკვეთს ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ანგარიშსწორება შეკვეთის შესაბამისად.  

4. დამკვეთის/მომხმარებლის მაიდენტიფიკაცირებელი და პერსონალური მონაცემები, რომელსაც არეგისტრირებს დამკვეთი ანგარიშის რეგისტრაციის დროს:  

4.1. მომხმარებლის სახელი და პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი – საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო  ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და რომელსაც მომხმარებელი თავად უთითებს. მომხმარებლის სახელი უნდა შეესაბამებოდეს მის საპასპორტო ან საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შედგება სახელისა და გვარის ან იურიდიული სახელწოდებისაგან.  
4.2. პაროლი – საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს საიტზე პირველადი რეგისტრაციისთანავე.  პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ. 
4.3.  მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული შეკვეთების შესრულებისათვის/ დოკუმენტაციის/ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
4.4.  მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი - აუცილებელი პარამეტრი; 
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც დამკვეთი/მომხმარებელი იღებს საიტის საშუალებით დისტანციური მომსახურების მიღებისათვის  საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე, ინფორმაციასა და დოკუმენტაციას საჭიროების შემთხვევაში.   

დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით.  
4.6.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ,,onway”-მ  შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული იდენტიფიკაციის წესები.  

5. ავტორიზაცია 

5.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას. 
5.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით. 

6. ,,onway” -სა და დამკვეთს/მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება: 

6.1.  მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას. 
6.2.  საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ,,onway”. 
6.3.  ,,onway” დამკვეთებს/მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს ქოლ.ცენტრის/მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით. 
6.4.  მომხმარებელი ,,onway” -სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით: 
VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე www.onway.ge  
ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან. 
დამკვეთსა და ,,onway”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებაში განსაზვღული წესით და მასში მითითებულ ანგარიშის ნომერზე,  

7. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა: 
7.1. ,,onway“ უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პირადი ანგარიშითა და საიტის დისტანციური მომსახურებებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე ,,წესებისა და პირობების“ მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან; 
7.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ,,onway“-ს საიტის  გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. საიტის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს/მომხმარებელს უნარჩუნდება ყველა ფინანსური ვალდებულება ,,onway“-ს მიმართ, რაც წარმოშობილია პირადი ანგარიშის რეგისტრაციის გაუქმებამდე.  

8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა: 

8.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ, ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. 
8.2. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს. 

9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი: 

9.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
9.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო; 
9.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით; 
9.4. თუ მხარეები 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უფლებამოსილნი არიან, სურვილის შემთხვევაში მიმართონ  საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს, მათ შორის სასამართლოს. 

10. კონფიდენციალურობის პოლიტიკა: 

10.1. ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას, რაც განთავსებულია საიტზე და დალინკულია წინამდებარე წესებისა და პირობების შეთანხმებაში.   
10.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით onway-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც onway უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას/დამუშავებას.  

მიწოდების კალკულატორი