ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ონვეი ქართული საკურიერო კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი სერვისი მოიცავს, როგორც კერძო, ასევე კორპორატიული გზავნილების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ონვეის გუნდის მიზანია, შექმნას მრავალფუნქციური და ყველასგან გამორჩეული საკურიერო პლატფორმა, რომელიც უპასუხებს მომხმარებლების განსხვავებულ ინტერესებსა და საჭიროებებს და დააწესებს ახალ სტანდარტებს ქართულ საფოსტო-საკურიერო ბაზარზე.

ჩვენი ღირებულებები

ონვეის გუნდმა კომპანიის დაარსებიდან მალევე შეძლო ღირსეული ადგილის დაკავება თავის სფეროში და კვლავაც განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას.

ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს სწრაფვა მუდმივი განვითარებისაკენ. სწორედ ამიტომ ონვეის გუნდი ცდილობს ქართულ საფოსტო ბაზარზე შემოიტანოს ინოვაციური მიდგომები, მუდმივი განახლებისა და საინტერესო ცვლილებების საშუალებით კი მომხმარებლებს შესთავაზოს გამარტივებული და კომფორტული მომსახურება.