გააზიარე

5 რამ, რაც სექტემბერში უნდა გააკეთო

სექტემბერი ერთგვარი ახალი წელია - დასვენებული და ძალამოკრებილი ხალხი სასწავლებლებსა და სამსახურებს უბრუნდება, ქუჩებსა და მაღაზიებში ფუსფუსი იწყება, ყველა განახლებული ცხოვრებისთვის ემზადება. სანამ ამ სამზადისის მორევში გადაეშვები, ჩვენ მოგცემთ 5 რჩევას, თუ რითი შეიძლება დაიწყო თვე.

დაისახე ახალი მიზანი

გადახედე გასულ წელს, რა ისწავლე, რისი სწავლა ან კეთება გიწევს სექტემბრიდან. გააკეთე გეგმა, დაისახე დედლაინები და ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისე რაიმე ახალი. იქნებ, ახალი ჰობის ან პროფესიის შეძენა გინდა? ან სამსახურში რაიმე დიდი პროექტის წამოწყება? ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ქნება, თუ წინასწარ შეადგენ გეგმას, რომელიც მთელ წელზე იქნება გაწერილი. ვიზუალიზაცია დაგეხმარება მიღწეული შედეგის შემჩნევაში და იმის გამოთვლაში, კიდევ რა ნაბიჯები გაქვს გადასადგმელი. მაგალითად, თუ ახალი ენის შესწავლას გადაწყვეტ, კალენდარზე შეგიძლია მონიშნო, რომელ თვეს რა შეისწავლე, რამდენი ხანი გჭირდება კონკრეტული დონის მისაღწევად და ა.შ. შრომის მსგავსი “აღრიცხვა” ხშირ შემთხვევაში მოტივატორიც კი არის ხოლმე.

მოამზადე გარდერობი შემოდგომისთვის

სექტემბრის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი გარდერობის გადალაგება და განახლებაა. გადაავლე თვალი ტანსაცმელს, ეცადე ისე დაალაგო, რომ დილას ადრიანად ამდგარს გაგიმარტივდეს მათი არჩევა, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც აღარ იყენებ, შეგიძლია ვინმეს აჩუქო ან ქველმოწმედებაში ჩააბარო. არ დაგავიწყდეს, რომ წინ ცივი ზამთარია და ტანსაცმელი ბევრს სჭირდება. და როცა დალაგების პროცესში აღმოაჩენ, რომ რამდენიმე ნივთი არ გაქვს, შოპინგის სასიამოვნო პროცესიც დაიწყება.

მოამზადე სახლი ცივი სეზონისთვის

შენთან ერთად მომზადება სახლსაც სჭირდება. სანამ კარგად აცივდება, სჯობს მანამდე მოამზადო ბინა. დარწმუნდი, რომ გათბობის სისტემა მზადაა რამდენიმეთვიანი უწყეტი მუშაობისთვის; თუ სახლში ბუხარი გაქვს, ალბათ, გაწმენდა დასჭირდება; არ დაგავიწყდეს კონდიციონერის ფილტრების გაწმენდა, ეს შენი ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია და მისი სწორი ფუნქციონირებისთვისაც. ამოალაგე თბილი საბნები და ფუმფულა პლედები. აქვე გირჩევთ, საინტერესო წიგნები და გემრიელი ჩაი, ყავა მოიმარაგო, ყველამ ვიცით, როგორ უხდება შემოდგომას ეს დუეტი.

დაგეგმე სადღესასწაულო შოპინგი

შემოდგომის ერთ-ერთი ხიბლი შავი პარასკევია. შეიძლება ამ სიტყვებზე მაღაზიებში ფასდაკლებებზე დიდი რიგები გახსენდება, მაგრამ აქვე ონლაინ შოპინგის კომფორტულობასაც შეგახსენებთ. ნოემბრის ეს დღეები იდეალურია როგორც საშემოდგომო, ისე საახალწლო შენაძენებისთვის. გირჩევთ, წინასწარ მოამზადო საჩუქრების სია და მათი უმეტესი ნაწილის ყიდვას აუცილებლად მოასწრებ შავ პარასკევს. დაგვიჯერე, ახალ წელს შენი საფულე უკეთეს მდგომარეობაში შეხვდება.

შეიძინე ახალი ტექნიკა

სექტემბერი საკვანძო თვეა ახალი ტექნოლოგიების გამოშვებისთვის. მსხვილი ბრენდები, როგორც წესი, ამ დროს წარადგენენ ხოლმე უახლეს სმარტფონებს, ჭკვიან საათებსა და გაჯეტებს, სწორედ ამიტომ ეს შესანიშნავი დროა მოწყობილობების განახლებისთვის. სულერთია, გჭირდება უფრო სწრაფი ლეპტოპი სამსახურში ან სკოლაში თუ გაინტერესებს ჭკვიანი სახლის უახლესი ტექნოლოგია. ახალი ტექნიკა გარდა იმისა, რომ დაგეხმარება უკეთ მუშაობაში, ასევე შეგიმსუბუქებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობას, დაგეხმარება ახალი ჰობის ათვისებაში, დასვენებასა და გართობაში.

შენს საშემოდგომო მზადებაში onway.ge-ც მიიღებს მონაწილეობას და ყველა შენაძენს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში დორულად და უსაფრთხოდ მოგიტანს.

მიწოდების კალკულატორი