დღევანდელ სამყაროში ყველაზე გიჟური და არასტანდარტული იდეის რეალიზებაც კი შესაძლებელია.
მეტიც, იმისათვის, რომ მომხმარებლებს თავი დაამახსოვროთ და თქვენს სფეროში კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოთ სწორედ რომ განსხვავებულობა და არაორდინალურობა დაგჭირდებათ.
მსგავსი ტიპის ბიზნესისათვის და ორიგინალური იდეის რეალურ სივრცეში გაცოცხლებისათვის ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული მიდგომა და სანდო პარტნიორია აუცილებელი. მან უნდა გაიზიაროს თქვენი ენთუზიაზმი და ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული, უნიკალური მომსახურება შემოგთავაზოთ.
ონვეის გუნდში კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ინოვაციური სერვისი, ამიტომ ჩვენს მეგობარ კომპანიებს, სტანდარტულთან ერთად, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებსაც ვთავაზობთ.
ლოგისტიკურ მომსახურებას:
ციფრულ გადაწყვეტილებებს:
ფინანსურ მომსახურებას:
უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.
დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.
თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.