გააზიარე

როგორ მუშაობს Onway-ს საკურიერო სერვისი - გზა შეძენიდან მიწოდებამდე

საკურიერო სერვისი, რომლითაც დღეს ყველა ჩვენგანი სარგებლობს, სათავეს ანტიკურ საბერძნეთსა და სპარსეთში იღებს. ძველი ბერძნები კურიერის მომსახურებას ქალაქ-სახელმწიფოებში კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, ხოლო სპარსეთის იმპერიამ ჯერ კიდევ კიროს დიდის მმართველობის დროს დააარსა ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ეფექტური საკურიერო სისტემა.

რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 1653 წელს გამოჩნდა ფრანგი ბიზნესმენი ჟან-ჟაკ რენუარ დე ვილაიერი, რომელმაც  შექმნა საფოსტო სისტემა, რის შემდეგაც პარიზელებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის წერილებისა და ამანათების გაგზავნა საფოსტო ყუთებისა და კურიერების ქსელის მეშვეობით. მოგვიანებით, აშშ-ს ფოსტამ დააარსა ამანათების მიტანის სერვისი 1913 წელს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან ამერიკელებს უკვე მთელი ქვეყნის მაშტაბით შეეძლოთ ამანათების გაგზავნა. 

დროთა განმავლობაში საკურიერო სერვისი გაფართოვდა, მოედო მსოფლიოს და დაიხვეწა. პანდემიის დროს, როცა უამრავი ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძოდა, ონლაინ ვაჭრობასთან ერთად საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნაც გაიზარდა და ბიზნესის ამ მიმართულებამ ახალი კარები გახსნა.

აჩქარებული ყოველდღიურობისა და მომხმარებელთა გაზრდილი მოლოდინების ფონზე საკურიერო მომსახურება გადამწყვეტ როლს ასრულებს გამყიდველებიდან მომხმარებლამდე საქონლის შეუფერხებელ და დროულ მიწოდებაში. შეკვეთის ონლაინ განთავსების მომენტიდან მომხმარებლის კართან საბოლოო მიწოდებამდე მიმდინარეობს რთული და კოორდინირებული პროცესი. ეს მოგზაურობა მოიცავს მრავალ ეტაპს, მათ შორის შეკვეთის დამუშავებას, დახარისხებას, ტრანსპორტირებასა და ადგილობრივ დისტრიბუციას. ამ ბლოგში მოგიყვებით, რა გზას გადის თქვენი ამანათი, როცა ის თქვენამდე Onway-ს მოაქვს. 

გზა შეძენიდან მომხმარებლამდე

პირველი ნაბიჯი თქვენ მიერ შეკვეთის განთავსებაა - ირჩევთ ნივთებს და ასრულებთ შესყიდვას ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე. ამის შემდეგ ხდება შეკვეთის დამუშავება. გამყიდველი იღებს შეკვეთის დეტალებს და ამუშავებს მას - ამოწმებს ინვენტარს, ადასტურებს გადახდას და ამზადებს ამანათს ჩვენი კურიერისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ ტვირთავს ჩვენს პორტალზე ამანათს, ან თუ მის საიტზე ინტეგრირებულია ონვეის ფლაგინი, ავტომატურად აისახება შეკვეთა ჩვენთანაც.

ჩვენი კურიერი იღებს ამანათს გამყიდველის საწყობიდან ან მაღაზიიდან და მოაქვს ჩვენს საწყობში. ჩვენთან შემოსული შეკვეთები ხარისხდება ლოკაციების მიხედვით, ამის შემდეგ იგზავნება სხვადასხვა ქალაქებში. რეგიონების შემთხვევაში იქაური ფილიალი იღებს ამანათებს და ანაწილებს მისამართებზე. ცენტრალურ ქალაქებისა და მათთან ახლოს მდებარე რაიონებში ამანათების უმეტესობა ბარდება მეორე დღესვე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ან შორ სოფლებში მიტანას 2-3 სამუშაო დღე სჭირდება. ამ გრაფიკის დეტალურად ნახვა ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.

საკურიერო სერვისების გამართული ფუნქციონირება შეიძლება შეფერხდეს სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად პრობლემა თავს იჩენს საბოლოო საფეხურზე, როცა ამანათი უნდა ჩაბარდეს მომხმარებელს. მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად მითითებული მისამართი ან უფრო გავრცელებული პრობლემა - მომხმარებელი არ დახვდა კურიერს მისამართზე. რა ხდება ამ დროს? ჩვენი მომსახურება ნივთის ჩაბარების მეორე მცდელობასაც მოიცავს. თუ პირველი ცდა წარუმატებელია, კურიერი ნივთს აბრუნებს ჩვენს ფილიალში, სადაც უსაფრთხოების წესების დაცვით განთავსდება თქვენგან ან გამყიდველისგან შემდგომი რეაგირების/მითითების მიღების მიზნით. თუ ჩაბარების მეორე მცდელობაც უშედეგოდ ჩაივლის, ნივთი ბრუნდება ჯერ ჩვენს ცენტრალურ ფილიალში, თბილისში და ბოლოს მიდის გამყიდველთან.

ჩვენს პლატფორმაზე, Onway.ge, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამანათის გადაადგილების პროცესს, ხოლო მოსვლამდე უშუალოდ კურიერი გიკავშირდებათ. 

ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები არის მცირე და მარტივად ახსნილი ნაწილი საკურიერო მომსახურების. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან კომპლექსური სამუშაოებია, საწყობში ყოველ თვე 100 000-ზე მეტ ამანათს ვამუშავებთ და ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს, პროცესები ისე დაალაგოს, რომ თითოეული ამანათი სწრაფად და უსაფრთხოდ ჩაგბარდეთ.

მიწოდების კალკულატორი