გააზიარე

5 ნივთი, რომლებიც გამოგადგება მთაშიც და ზღვაზეც

სამოგზაუროდ წასვლამდე, სანამ ბარგის ჩალაგებას დავიწყებთ ხოლმე, გონების თვალს გადავავლებთ ყველა საჭირო ნივთს და როცა გვგონია, რომ ყველაფერი ჩალაგებულია, მშვიდად მივემგზავრებით დასასვენებლად. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას კი ვიხსენებთ დარჩენილი ნივთების დაუსრულებელ სიას, ნივთებისას, რომლებიც ერთი დაფიქრებით არ გვახსენდება, მაგრამ საჭიროებით არ ჩამოუვარდება ჩემოდანში საგულდაგულოდ მოთავსებულ სხვა ბარგს.

მომდევნო მოგზაურობა რომ უფრო მშვიდი და კომფორტული გამოგივიდეთ, ჩვენ შეგახსენებთ 5 საჭირო ნივთს, რომლებიც ერთნაირად გამოგადგებათ მთისა და ზღვის კურორტებზე.

წარმოიდგინეთ, როგორ დგახართ მაღალ მთაზე ფიჭვებით გარემოცული ან ზღვის სანაპიროზე ნებივრობთ და ტალღების ხმის ფონზე ეფიცხებით მზეს. სასიამოვნო პროცესია, არა?! აი, თქვენს კანს ამ კითხვაზე სულ სხვა პასუხი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ქალაქში ხართ თუ კურორტზე, მზე ყველა ლოკაციაზე ერთნაირად მავნეა. რა თქმა უნდა, D ვიტამინი, სინათლე და სითბო ყველას გვჭირდება, მაგრამ მათით ტკბობა კანის დაზიანების გარეშეც შეიძლება. სულერთია, რამდენ გრადუსს გვიქადიან სინოპტიკოსები ან როგორ ადგილას ვაპირებთ გასეირნებას, მზისგან დამცავი საშუალებები ნებისმიერ მდგომარეობაში აუცილებელია. მავნე სხივებისგან დასაცავად ბევრნაირად შეგიძლიათ თავის დაცვა - კრემები, სპრეი, ქაფი. თქვენ მთავარია SPF-იანი საშუალება გამოიყენოთ.

სიაში შემდეგი არის ნივთი, რომელიც გამგზავრებამდე არა, მაგრამ ქალაქიდან გასვლისთანავე მწარედ გვახსენდება - კოღოების საწინააღმდეგო სპრეი. მართალია, დახურულ სივრცეში ბადეებითა და დარაბებით თავს ადვილად ვიცავთ, მაგრამ ეს კომფორტი სახლიდან გასვლისთანავე მთავრდება. თანაც, თუ დასვენება წყლის მახლობლად გიწევთ, კოღოები თქვენი მუდმივი სტუმრები იქნებიან. მზისგან დამწვარი კანი უფრო არასასიამოვნოა, თუ კოღოებისგან დაკბენილი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ კი გირჩევთ, რომ ორივესგან დამცავი თან იქონიოთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ.

ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანს, რომელიც ტემპერატურის მატებისთანავე გამოძვრება ზამთრის ტანსაცმელებიდან და ყოველი მომატებული გრადუსი აბედნიერებს. ვისაც ეს სუპერძალა წილად არ გხვდათ, თქვენ მორიგი ნივთი გაგიმზადეთ ჩემოდანში ჩასადებად - პორტატული ვენტილატორი. ეს პაწაწინა შეიძლება ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეული ყველაზე დიდი მიღწევა არ იყოს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი სიცხის არმოყვარული ადამიანი გადაურჩენია ზაფხულში. გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ჩანთაში უპრობლემოდ ეტევა, მცირე მოცულობის ელემენტი აქვს და ადვილადაც იტენება. რა სჯობს ახალ-ახალი ადგილების მონახულებას, თანაც ისე, რომ არ გცხელა.

ვენტილატორით კანს გაგრილებაში დავეხმარებით, მაგრამ ჩვენი არსებობის მთავარი კომპონენტი, წყალი, არ უნდა დაგვავიწყდეს. ჰიდრატაცია არის უმნიშვნელოვანესი წლის ნებისმიერ პერიოდში. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს თქვენი ჩანთა, მასში აუცილებლად გამოძებნეთ ადგილი თერმო ჭიქის ან ბოთლისთვის. ჭურჭელი, რომელიც ტემპერატურას კარგად ინახავს, გიერთგულებთ ნებისმიერ ამინდში - მოგინდებათ ცხელი ჩაის ან ყავის დალევა, თუ სიცხისგან შეწუხებულს ცივი, კამკამა წყლით გაგრილება.

დაბოლოს, არცერთი თავგადასავალი არ არის სრულყოფილი მზის სათვალეების გარეშე. ინტენსიური მზის სხივები ხშირად გვიშლის ხელს ხედით ტკბობაში და, თანაც, თვალებს გვიზიანებს. ხარისხიანი სათვალე დაიცავს თქვენს თვალებს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან და შეამცირებს დაძაბულობას, რაც საშუალებას მოგცემთ, სრულად აღიქვათ სილამაზე თქვენ გარშემო და თან შეინარჩუნოთ სტილი. დამხმარესთან ერთად სათვალე იდეალური აქსესუარია. 

ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგაც თუ მაინც გამოგრჩათ რომელიმე ნივთი ჩალაგებისას, ნურც მაგაზე ინერვიულებთ, Onway.ge საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ შენაძენს. 

მიწოდების კალკულატორი