გააზიარე

რა უნდა იცოდეთ საბაჟო პროცედურების შესახებ

დღესდღეობით საერთაშორისო გადაზიდვები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აგზავნით საჩუქრებს საზღვარგარეთ, მართავთ ბიზნესს თუ უკვეთთ ნივთებს სხვა ქვეყნიდან, ყველა მათგანი საერთაშორისო გზავნილია და მათ უკან საბაჟო პროცედურების ჩახლართული ჯაჭვია. ამ პროცესის შეუფერხებლად მართვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გზავნილმა დროულად მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. ჩვენი მომხმარებლების სიაში არიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც საერთაშორისო გადაზიდვები უწევთ. მათი ამანათები როგორც კი ჩვენს საწყობს მიაღწევს, ხარისხდება მისამართების მიხედვით და მაქსიმუმ მეორე დღევე ბარდება ხოლმე ადრესატს, მაგრამ ჩვენამდე მოსვლისთვის დიდ გზას გადიან, რომელზეც არაერთი ხანგრძლივი პროცესი შემოხვდებათ. ამ ბლოგში ზუსტად ამ დამაბრკოლებელ საბაჟო პროცედურებზე, გავრცელებულ ხარვეზებსა და დოკუმენტებთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოგიყვებით. 

საბაჟო პროცედურების მნიშვნელობა

საბაჟო არის გამშვები პუნქტი ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის ტრანსპორტირებას როგორც გამგზავნი, ისე მიმღები ქვეყნის წესებისა და რეგულაციების დაცვით. ეს პროცესი უზრუნველყოფს უკანონო პროდუქციის იმპორტის პრევენციას, გადასახადების რეგულირებასა და სავაჭრო ხელშეკრულებების შენარჩუნებას. გამგზავნისთვის უმჯობესია წინასწარ გაეცნოს ყველა წესს, რათა გზავნილმა სწრაფად გადაკვეთოს საზღვარი შეფერხებისა და ჯარიმების გარეშე.

რა არის საბაჟო დეკლარაცია და როგორ უნდა შეავსოთ სწორად

საბაჟო დეკლარაცია არის ფორმა, რომელიც აღწერს გზავნილის შინაარსს და მის ღირებულებას. ეს დოკუმენტი ეხმარება საბაჟო მოხელეებს შეაფასონ, ვრცელდება თუ არა მასზე გადასახადები და უზრუნველყოფს პაკეტის შესაბამისობას რეგულაციებთან. ფორმის სწორად შესავსებად:

გავრცელებული შეცდომები და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან 

საბაჟო გადასახადები და ვალდებულებები: რა უნდა იცოდეთ

საბაჟო გადასახადები (ან ვალდებულებები) არის მიმღები ქვეყნის მიერ დაწესებული გადასახადები საქონლის იმპორტისთვის. ისინი გამოითვლება ნივთის ღირებულების, ტიპისა და გამომგზავნი ქვეყნის მიხედვით. ეს გადასახადები გამოითვლება შემდეგნაირად:

ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გათავისუფლდეთ საბაჟო გადასახადებისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის ღირებულება გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა.

აკრძალული და შეზღუდული ნივთები

სამწუხაროდ, ყველაფერს საერთაშორისო გზავნილის ყუთში ვერ მოათავსებთ. აკრძალული ნივთების ძირითადი კატეგორიებია:

ყოველთვის შეამოწმეთ აკრძალული და შეზღუდული ნივთების სია პაკეტის გაგზავნამდე, რადგან ეს მცირე ჩამონათვალია, თანაც ყველა ქვეყანას თავისი სია აქვს და შეიძლება რომელიმე სიაში თქვენთვის ერთი შეხედვით უვნებელი ნივთები აღმოაჩინოთ.

სპეციალური ნებართვები გარკვეულ საქონელზე

ზოგიერთი პროდუქტი საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს ან ლიცენზიებს საზღვარგარეთ გასაგზავნად. ეს შეიძლება იყოს:

საჭირო დოკუმენტების სია

შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტები:

დარწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი ერთვის პაკეტს ან ატვირთულია ციფრულად.

როგორ მოვამზადოთ დოკუმენტები სწორად

საბაჟო ინსპექტირების პროცესი

როგორც კი თქვენი ამანათი მიაღწევს დანიშნულების ქვეყანას, ის გადის საბაჟო შემოწმებას. საბაჟო ოფიცრებს შეუძლიათ:

თუ ყველაფერი რიგზეა, თქვენი გზავნილი გადავა მიწოდებაზე. თუ არა, ის დარჩება საბაჟოზე და პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პრობლემა არ მოგვარდება.

რა ხდება, როცა გზავნილი საბაჟოზეა?

როდესაც თქვენი გზავნილი საბაჟოზეა, ის გადის ინსპექტირებისა და ვალდებულებების შეფასების პროცესს. ის შეიძლება დარჩეს საბაჟოზე რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ტვირთის სირთულეზე, რამდენად დატვირთულია საბაჟო ოფისი ან საჭიროა თუ არა დამატებითი დოკუმენტაცია. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გზავნილს ონლაინ რეჟიმში და იყოთ ინფორმირებული მისი სტატუსის შესახებ.

რამდენი ხანი გრძელდება პროცესი?

საბაჟო პროცესები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. დრო, რომელიც სჭირდებათ საბაჟოზე დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა:

ერთი შეხედვით საბაჟო პროცესები ჩახლართული ჩანს, მაგრამ მათი გაგება პროცესს ბევრად ამარტივებს. საბაჟო დეკლარაციების სწორად შევსებით, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებით და სწორი დოკუმენტების მომზადებით შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი გზავნილის შეუფერხებლად გადაადგილება საბაჟოზე. აუცილებლად შეისწავლეთ დანიშნულების ქვეყნის წესები და დაიჭირეთ თადარიგი ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი შეფერხებები.

მიწოდების კალკულატორი