ზაფხულის მიწურულს მისი დასრულებით გამოწვეულ სევდას ნელ-ნელა ახალი სასწავლო წლის დაწყებით გამოწვეული აჟიტირება ეპარება. არ აქვს მნიშვნელობა ახალ სკოლაში გადადიხარ, უნივერსიტეტში მიდიხარ თუ უბრალოდ ძველ კლასს უბრუნდები, სექტემბერი ის თვეა, რომელსაც ახალი ნივთებით აღჭურვილი უნდა შეხვდე. მოდი, იმ 5 ნივთის სიას გადავხედოთ, რომლებიც სასწავლო წელს გაგიმარტივებს.
ლეპტოპი ან პლანშეტი - კომპაქტური ასისტენტი
წარმოიდგინე, ბიბლიოთეკაში ზიხარ, ირგვლივ რამდენიმე წიგნია მიმოფანტული, მაგრამ შენი ყურადღება ეკრანზეა მიპყრობილი, ლეპტოპზე, სადაც შენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია გაქვს. აღარაა საჭირო წიგნებით დამძიმებული ზურგჩანთით ყველგან სიარული. ლეპტოპის, ტაბლეტისა თუ პლანშეტის დახმარებით ხელით კომფორტულად ატარებ უამრავ საჭირო მასალას. გარდა კითხვისა და მეცადინეობისა, გაჯეტები დაგეხმარება მეგობრებთან კომუნიკაციაში, პრეზენტაციების მომზადებასა და ვიდეო-ზარების განხორციელებაში, ესეებისა თუ სხვა ნაშრომების დაწერაში. რაც მთავარია, ამაში ფურცლებს არ დახარჯავს, ჩანაწერებს არ დაკარგავ და გარემოსაც მოუფრთხილდები. შეგიძლია თან ატარო ყველა წასაკითხი თუ ჩაწერილი მასალა და გამოიყონო ნებისმიერ ადგილას, სასწავლებელში, სახლში თუ კაფეში.
ყურსასმენები ხმაურის დამხშობის ფუნქციით
არსებობს მოსწავლეების ორი კატეგორია - ისინი, ვისაც სრულ სიჩუმეში უყვართ მეცადინეობა და ისინი, ვინც მუსიკის გარეშე ვერ სწავლობენ. ორივე მათგანისთვის ყურსასმენები ხმაურის დახშობის ფუნქციით იდეალური მეგობრები არიან. ხმაურიან კაფეტერიაში, სკვერსა თუ სახლში, სადაც მოულოდნელად სტუმრები აჟრიამულდნენ, ეს ყურსასმენები სრული კონცენტრაციის მოკრებაში დაგეხმარება. გარდა ამისა, იდეალურია ონლაინ ლექციის მოსმენისთვისაც, გესმით მხოლოდ მასწავლებლის ხმა და არაფერი გიფანტავთ ყურადღებას.
არ დაგავიწყდეს უსაფრთხოება. ასეთი ყურსასმენებით ქუჩაში გადაადგილება საფრთხილოა. მაშინ, როცა გარემოს ხმები საერთოდ არ გესმის, შესაძლოა შენს თავსაც და სხვასაც საფრთხე შეუქმნა, ამიტომ გაითვალისწინე, რომ ყურსასმენები მხოლოდ უსაფრთხო გარემოში უნდა გეკეთოს.
პორტატიული დამტენი
ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა გაჯეტების მუდმივი მზადყოფნისთვის თან აუცილებლად დამტენი უნდა იქონიო. ეს ნივთი რამდენადაც პატარაა ფიზიკურად, იმდენად სასარგებლოა პრაქტიკულად. რამდენჯერ გაგთიშვია ლეპტოპი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა? იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონებს დღის განმავლობაში ხშირად ვიყენებთ, როგორი კარგი ელემენტიც არ უნდა ჰქონდეს, როცა დამტენი ჩანთაში გეგულება, უფრო მშვიდად ხარ.
ლანჩ ბოქსი
შესვენებაზე ნაცვლად იმისა, რომ კაფეტერიისკენ იჩქარო, შეგიძლია სახლიდან წამოღებული საკვები შენთვის კომფორტულ გარემოში მიირთვა. დილას წინასწარ გამზადებულ საჭმელს თუ ატარებ, ეს არა მხოლოდ დაზოგავს შენს დროსა და ფულს, არამედ მოგცემს საშუალებას ჯანსაღი და სანდო პროდუქტებით იკვებო.
ლანჩ ბოქსის არჩევისას გაითვალისწინე, რომ სახურავი საგულდაგულოდ უნდა ეხურებოდეს კონტეინერს, რომ შემთხვევით ჩანთაში არ გაიხსნას ან თუ მასში ნოტიო საკვები იქნება, სითხემ ჩანთა არ დაგისვაროს. ზოგიერთ ლანჩ ბოქსს დანა-ჩანგალიც მოჰყვება. ასევე ყურადღება მიაქციე მასალას, რომლითაც გაკეთებულია კონტეინერი. მართალია, მინის ჭურჭელი პლასტმასასთან შედარებით მძიმეა, სამაგიეროდ უსაფრთხოა.
ბევრ განყოფილებიანი ერგონომიული ზურგჩანთა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთს ერთი სათავსო სჭირდება, რომელსაც კომფორტულად ატარებ. ამისთვის იდეალური ვარიანტი ერგონომიული ზურგჩანთაა. სასურველია, თუ მას ბევრი განყოფილება ექნება, რათა ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინო და მათ ძებნაში დრო არ დაკარგო. რაც მთავარია, ერგონომიული ზურგჩანთის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ხერხემალი არ გატკინოს და რა მანძილის გავლაც არ უნდა გიწევდეს, კომფორტულად გქონდეს მორგებული ბეჭებზე.
სწავლის დაწყებამდე, სანამ ნივთებს შეიძენ, გახსოვდეს, რომ Onway.ge შრომატევადი ზაფხული შემდეგ შემოდგომაზეც მზადაა, ყველა სასურველი ნივთი მოგიტანოს.