დასურათება

დასურათება

დღევანდელ ბიზნეს სამყაროში წარმატების მისაღწევად ინოვაციური გადაწყვეტილებები და ციფრული სიახლეების დანერგვა აუცილებელიც კი გახდა. 

მიუხედევად კომპანიების უმრავლესობის „გაციფრულებისა“, გარკვეულ მომენტებში ყოველდღიური, თუნდაც ვირტუალური, ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ხდება ისეთი სპეციფიური მომსახურების ტიპი, როგორიცაა - დასურათება.

სწორედ ამიტომ შექმნა ონვეის გუნდმა სერვისი, რომელიც გულისხმობს გზავნილთან დაკავშირებული ფოტოსურათების გადაღებას და, შესაბამისად, კომპანიებისათვის სრულყოფილი ლოგისტიკური მომსახურების გაწევას.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მომსახურებით?

რა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მომსახურებით?

  • თუ ხართ საბანკო სექტორის წარმომადგენელი და გსურთ, თქვენმა კლიენტებმა საბანკო ბარათები სასურველ მისამართზე მიიღონ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის რეგულაციის თანახმად, მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისთვის ფოტოსურათის გადაღება სავალდებულოა
  • თუ წარმოადგენთ ინტერნეტ მაღაზიას და პროდუქციას განვადებით ყიდით. ამ შემთხვევაში, საბანკო განვადების ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად,  მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისთვის ფოტოსურათის გადაღებაც იქნება აუცილებელი
  • თუ სრულიად განსხვავებული პროექტისთვის დაგჭირდათ დასურათების მომსახურება და ეძებთ პარტნიორს, რომელიც თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სერვისს შემოგთავაზებთ
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.