ონლაინ მაღაზია

ონლაინ მაღაზია

ინტერნეტ კომერცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. თანამედროვე ბიზნესი მუდმივად ცვალებადია და ის ციფრულ, გონივრულ გადაწყვეტებს მოითხოვს. 

გაქვთ მცირე ან დიდი ინტერნეტ მაღაზია და გსურთ თქვენი პროდუქცია დროულად და საიმედოდ მივიდეს თქვენს ადრესატთან? მაშინ ონვეი თქვენთვის მორგებულ გადაწყვეტილებას გთავაზობთ. 

ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტ მაღაზიისა და მათი მომხმარებლების საჭიროებები, შესაბამისად შევქმენით სწორედ თქვენზე მორგებული სერვისები იმისთვის, რომ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს მთავარ საქმეზე, წარმოებასა თუ გაყიდვებზე, ხოლო ჩვენი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი პროდუქცია მომხმარებელთან საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაჩნდეს. 
რას გთავაზობთ?

რას გთავაზობთ?

ლოგისტიკა: 
  • გზავნილების ჩაბარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ცენტრალურ ქალაქებში მეორე დღის მიწოდებით)
  • თბილისსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში სტანდარტულ, სწრაფ და ექსპრეს მიწოდებას (იმავე დღის ჩაბარებას)
  • გზავნილების შენახვას 3 დღის ვადით
  • ამანათების ჩაბარებას კარიდან-კარამდე პრინციპით
  • გზავნილების უკან დაბრუნებას
ციფრული გადაწყვეტილებები:
  • ამანათების კონტროლის საშუალებას ონლაინ რეჟიმში
  • პირადი პორტალის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარებას, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და ჩაბარების დასტური
ფინანსური სერვისები:
  • თანხის კურიერთან გადახდის მომსახურება, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენს მომხმარებელს შეეძლება ნივთის ღირებულება პირდაპირ კურიერთან გადაიხადოს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით
  • საბანკო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსახურება - საშუალებას მოგცემთ პროდუქტი გაყიდოთ განვადებით, ხოლო ჩვენი კურიერი ნივთთან ერთად მიიტანს მას მისამართზე და ხელს მოაწერინებს მომხმარებელს 
ინდივიდუალური გადაწყვეტილებები:
  • ვინაიდან ონვეი მოქნილი და ინოვაციურ სერვისებზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენ მზად ვართ თქვენი ნებისმიერი არასტანდარტული მოთხოვნა დავამუშავოთ და შევქმნათ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სერვისი 
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.