სპეციალური სერვისები

სპეციალური სერვისები

დღევანდელ სამყაროში ყველაზე გიჟური და არასტანდარტული იდეის რეალიზებაც კი შესაძლებელია. 

მეტიც, იმისათვის, რომ მომხმარებლებს თავი დაამახსოვროთ და თქვენს სფეროში კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოთ სწორედ რომ განსხვავებულობა და არაორდინალურობა დაგჭირდებათ.

მსგავსი ტიპის ბიზნესისათვის და ორიგინალური იდეის რეალურ სივრცეში გაცოცხლებისათვის ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული მიდგომა და სანდო პარტნიორია აუცილებელი. მან უნდა გაიზიაროს თქვენი ენთუზიაზმი და ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული, უნიკალური მომსახურება შემოგთავაზოთ.

ონვეის გუნდში კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ინოვაციური სერვისი, ამიტომ ჩვენს მეგობარ კომპანიებს, სტანდარტულთან ერთად, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებსაც ვთავაზობთ.

რას გთავაზობთ ჩვენ?

რას გთავაზობთ ჩვენ?

ლოგისტიკურ მომსახურებას: 

  • ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ გზავნილების ჩაბარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ცენტრალურ ქალაქებში მეორე დღეს მიწოდებით);
  • თბილისსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ სამი ტიპის სერვისიდან ერთ-ერთი - სტანდარტული, სწრაფი და ექსპრეს მიწოდება (იმავე დღეს ჩაბარება);
  • ონვეი უზრუნველყოფს თქვენი გზავნილების დასაწყობებასა და შენახვას 3 დღის განმავლობაში;
  • ჩვენი მიწოდების სისტემა მუშაობს ამანათების ჩაბარებას კარიდან-კარამდე/ფილიალიდან ფილიალამდე პრინციპით;
  • ონვეის ლოგისტიკური მომსახურება ითვალისწინებს გზავნილების უკან დაბრუნებასაც;
  • ჩვენი კურიერები დაგეხმარებიან კონფიდენციალური გზავნილების გაგზავნა/ჩაბარებაში, მათ შორის ოფიციალურ უწყებებში.

 ციფრულ გადაწყვეტილებებს:

  • თქვენ გეძლევათ ამანათების ონლაინ რეჟიმში კონტროლის საშუალება;
  • ნებისმიერი შეკვეთისას შეგიძლიათ, პირადი პორტალის მეშვეობით, თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარების პროცესს, ჩვენი სისტემის მეშვეობით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, ჩაბარების დასტური და რეპორტი გზავნილების შესახებ;
  • შეძლებთ გამოიყენოთ დასურათების მომსახურება, რაც გულისხმობს გზავნილებთან დაკავშირებული ფოტოსურათის გადაღებას.

ფინანსურ მომსახურებას:

  • თქვენი მომხმარებლების საჭიროებსა და სურვილებზე მორგებული თანხის კურიერთან გადახდის მომსახურება ანუ ამ დროს შესაძლებელია, ნივთის ღირებულება მყიდველმა პირდაპირ კურიერთან გადაიხადოს მისთვის მოსახერხებელი ფორმით - ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • ონვეი ამარტივებს ფორმალურ პროცედურებს და გთავაზობთ საბანკო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსახურებას - ეს არის იდეალური საშუალება, თუ გსურთ პროდუქციის განვადებით გაყიდვა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი კურიერი ხელშეკრულებას ნივთთან ერთად მიიტანს მისამართზე და ადგილზევე მოაწერინებს ხელს მომხმარებელს.
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.