პროექტული

პროექტული

თქვენი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა არაა დაკავშირებული საკურიერო/საფოსტო სერვისებთან, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ახლოვდება კორპორატიული წვეულება/ქორწილი და მოსაწვევების დარიგება გჭირდებათ? 

ან როდესაც მომხმარებლებისათვის ვაუჩერების ან სადღესასწაულო საჩუქრების გაგზავნის დრო დგება?

ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენს გუნდში პროექტული მომსახურება დავნერგეთ. 

ეს უკანასკნელი გულისხმობს ონვეისთან მოკლევადიან თანამშრომლობას და თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებას საჭირო მომენტებში ხარისხიანი ლოგისტიკური მომსახურების მისაღებად.

რას გთავაზობთ ჩვენ?

რას გთავაზობთ ჩვენ?

ლოგისტიკურ მომსახურებას:

  • ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ გზავნილების ჩაბარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ცენტრალურ ქალაქებში მეორე დღეს მიწოდებით);
  • თბილისსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ სამი ტიპის სერვისიდან ერთ-ერთი - სტანდარტული, სწრაფი და ექსპრეს მიწოდება (იმავე დღეს ჩაბარება);
  • ჩვენი მიწოდების სისტემა მუშაობს ამანათების ჩაბარების კარიდან-კარამდე პრინციპით;

 ციფრულ გადაწყვეტილებებს: 

  • თქვენ გეძლევათ ამანათების ონლაინ რეჟიმში კონტროლის საშუალება;
  • ნებისმიერი შეკვეთისას შეგიძლიათ, პირადი პორტალის მეშვეობით, თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარების პროცესს, ჩვენი სისტემის მეშვეობით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და ჩაბარების დასტური;
  • სურვილის შემთხვევაში შეძლებთ პორტალიდან ამოიღოთ დეტალური რეპორტი გაწეული მომსახურების შესახებ
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.