სამედიცინო

სამედიცინო

არსებობენ კომპანიები, რომელთა საქმიანობა განსაკუთრებული სპეციფიკაციის პროდუქტებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, სამედიცინო პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება.

მსგავსი კომპანიების გაყიდვების გუნდს უნდა შეეძლოს პროდუქტის სწორად შერჩევა და მისი უპირატესობების მომხმარებლისთვის გაცნობა, თუმცა ამ გუნდის პროფესიონალიზმი არ ნიშნავს კმაყოფილ მომხმარებელსა და წარმატებულ ბიზნესს. 

გაყიდვის შემდეგ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი - შეკვეთის უსაფრთხო მიწოდება. 

სამედიცინო პროდუქციის გადაზიდვა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განხორციელდეს. ამ დროს გასათვალისწინებელია შეფუთვა, ამანათების განაწილება და მონიტორინგი, მიწოდების სისწრაფე. ამიტომაც, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის შესათავაზებელად გამოცდილი ლოგისტიკური პარტნიორი დაგჭირდებათ.

ონვეის გუნდმა უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა და შექმნა სამედიცინო სფეროზე მორგებული მომსახურება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

რას გთავაზობთ ჩვენ?

ლოგისტიკურ მომსახურებას: 

  • ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ გზავნილების ჩაბარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ცენტრალურ ქალაქებში მეორე დღეს მიწოდებით);
  • თბილისსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ სამი ტიპის სერვისიდან ერთ-ერთი - სტანდარტული, სწრაფი და ექსპრეს მიწოდება (იმავე დღეს ჩაბარება);
  • ონვეი უზრუნველყოფს თქვენი გზავნილების დასაწყობებასა და შენახვას 3 დღის განმავლობაში;
  • ჩვენი მიწოდების სისტემა მუშაობს ამანათების ჩაბარებას კარიდან-კარამდე პრინციპით;
  • ონვეის ლოგისტიკური მომსახურება ითვალისწინებს გზავნილების უკან დაბრუნებასაც;

ციფრულ გადაწყვეტილებებს:

  • თქვენ გეძლევათ ამანათების ონლაინ რეჟიმში კონტროლის საშუალება;
  • ნებისმიერი შეკვეთისას შეგიძლიათ, პირადი პორტალის მეშვეობით, თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარების პროცესს, ჩვენი სისტემის მეშვეობით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და ჩაბარების დასტური;
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.