სატელეფონო გაყიდვა

სატელეფონო გაყიდვა

სატელეფონო გაყიდვები გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური არხია. 

ამ სფეროში წარმატების მთავარი გასაღები ზარის სწორად დაგეგმვა და განხორციელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ხელოვნებაცაა, რადგან არ არის მარტივი მომხმარებელს დისტანციურად გააცნო პროდუქტის ყველა უპირატესობა და დააინტერესო იგი. 

და სწორედ დაინტერესების შემდეგ იწყება მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი - დისტანციურად გაყიდული პროდუქციის რეალურ სივრცეში გაცოცხლება.

ეს ყოველივე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნით შეკვეთის მიწოდებას გულისხმობს, მსგავსი ხარისხიანი სერვისის შესათავაზებელად კი აუცილებლად გამოცდილი ლოგისტიკური პარტნიორია საჭირო.

ამიტომაც შექმნა ონვეიმ თქვენს ბიზნესზე მორგებული მომსახურება. 

რას გთავაზობთ ჩვენ?

რას გთავაზობთ ჩვენ?

ქოლ ცენტრის მომსახურებას: 

  • ონვეის ოპერატორები გააკონტროლებენ ამანათის ჩაბარების პროცესს და დარწმუნდებიან, რომ შეკვეთა წარმატებით დაიხურა, რათა თქვენი მომხმარებლები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ მომსახურების ხარისხით;
ლოგისტიკურ მომსახურებას: 

  • ჩვენი კურიერები უზრუნველყოფენ გზავნილების ჩაბარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (ცენტრალურ ქალაქებში მეორე დღეს მიწოდებით);
  • თბილისსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ სამი ტიპის სერვისიდან ერთ-ერთი - სტანდარტული, სწრაფი და ექსპრეს მიწოდება (იმავე დღეს ჩაბარება); 
  • ონვეი უზრუნველყოფს თქვენი გზავნილების შენახვას 3 დღის განმავლობაში;
  • ჩვენი მიწოდების სისტემა უზრუნველყოფს ამანათების ჩაბარებას კარიდან-კარამდე პრინციპით;
  • ონვეის ლოგისტიკური მომსახურება ითვალისწინებს გზავნილების უკან დაბრუნებასაც;
ციფრულ გადაწყვეტილებებს:

  • თქვენ გეძლევათ ამანათების ონლაინ რეჟიმში კონტროლის საშუალება;
  • ნებისმიერი შეკვეთისას შეგიძლიათ, პირადი პორტალის მეშვეობით, თვალი ადევნოთ გზავნილების ჩაბარების პროცესს, ჩვენი სისტემის მეშვეობით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და ჩაბარების დასტური;
ფინანსურ მომსახურებას:

  • თქვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული - თანხის კურიერთან გადახდის მომსახურება. ამ დროს შესაძლებელია, ნივთის ღირებულება მყიდველმა პირდაპირ კურიერთან გადაიხადოს მისთვის მოსახერხებელი ფორმით - ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • ონვეი ამარტივებს ფორმალურ პროცედურებს და გთავაზობთ საბანკო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსახურებას - ეს არის იდეალური საშუალება, თუ გსურთ პროდუქციის განვადებით გაყიდვა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი კურიერი ხელშეკრულებას ნივთთან ერთად მიიტანს მისამართზე და ადგილზევე მოაწერინებს ხელს მომხმარებელს.
  • პირადი კაბინეტი

    უმარტივესად დარეგისტრირდით ჩვენს სისტემაში და მართეთ როგორც თქვენი პერსონალური მონაცემები, ასევე თანამშრომლობის პირობები პერსონალური კაბინეტიდან.

  • გზავნილების კონტროლის სისტემა

    დაარეგისტრირეთ და მართეთ თქვენი გზავნილები ჩვენი სისტემის მეშვეობით. ატვირთეთ ახალი შეკვეთები, გადაამოწმეთ და თვალი ადევნეთ მათ სტატუსებს. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და გზავნილთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უმარტივესად.

  • დეტალური ანალიტიკა

    თვალი ადევნეთ თქვენს ბიზნეს სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში: გაგზავნების რაოდენობას, ჩაბარებების ხარისხსა თუ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.

  • ფინანსური რეპორტი

    ჩვენი სისტემა გაგიმარტივებთ თქვენი ხარჯებისა თუ შემოსავლების სწორედ დათვლასა და დანახვას. თვის ბოლოს კი ავტომატურ ინვოისსა და რეპორტინგსაც მიიღებთ მეილზე.