გააზიარე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

ონვეი საკურიერო კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად უამრავი ამანათის ბედ-იღბალზე ზრუნავს, თავად ამ კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა კი თავის საქმის ათეულობით პროფესიონალს აქვს ჩაბარებული.

იყო დრო, როდესაც ონვეის გუნდი სულ რამდენიმე ადამიანს აერთიანებდა, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად ჩვენი თანამშრომლების რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების შერჩევისას ერთი მიზანი გვქონდა: გვეპოვა ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სურდათ შეექმნათ ინოვაციური მომსახურება და ეზრუნათ საკურიერო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

და ზუსტად ასე შევკრიბეთ გამოცდილი თუ ახალბედა სუპერგმირები ერთ გუნდში, რომელიც მალევე კომპანიის მთავარ ღირსებად იქცა.

და რადგანაც, ონვეის თანამშრომლებში ყველაზე მეტად მათ გამბედაობასა და მოტივაციას ვაფასებთ, თუ ფიქრობ, რომ შენი ადგილი სწორედ ჩვენს გუნდშია, ნუ დაელოდები ვაკანსიას!

აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება ონვეის ხუთი დეპარტამენტიდან, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ვებ-გვერდის საშუალებით და გვაჩვენე, რომ შენ ხარ ის, ვინც ონვეის გუნდს აკლია!

ან თუ კონკრეტული შემოთავაზებები უფრო გხიბლავს, გადახედე აქტიური ვაკანსიების სიას, იპოვე შენთვის საინტერესო და ვებ-გვერდიდანვე მოგვაწოდე CV.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი