ფიზიკურ პირებს

იურიდიულ პირებს

ინტერნეტ მაღაზიებს

ონვეი გთავაზობთ ამანათებისა და დოკუმენტების მიტანას თბილისსა და რეგიონებში. ონვეის მომსახურეობით სარგებლობა შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს და ინტერნეტ-მაღაზიებს.

ამანათის ჩაბარების ვადა და ტარიფი დამოკიდებულია გზავნილის ტიპზე. ონვეის გააჩნია გზავნილის სამი ტიპი: სტანდარტული, სწრაფი და ექსპრესი.

 

გზავნილის ტიპი სტანდარტული. სტანდარტული გზავნილი თბილისში უნდა დაფიქსირდეს 17:30 საათამდე, ხოლო გზავნილი რეგიონში უნდა დაფიქსირდეს 16:30 საათამდე. ჩაბარების ვადები თბილისში მეორე დღეს, რეგიონში მეორე დღიდან ხუთ სამუშაო დღემდე.

 

გზავნილის ტიპი სწრაფი. ამ ტიპის გზავნილი უნდა დაფიქრსიდეს 13:00 საათამდე და ჩაბარდება იმავე დღეს.

 

გზავნილის ტიპი ექსპრესი. ექსპრეს ტიპის გზავნილის დაფიქსირება შესაძლებელია 17:00 საათამდე და შეკვეთის დაფიქსირებიდან ერთ საათში გზავნლი ჩაბარდება ადრესატს.

*ჯერ ჯერობით რეგიონების გზავნილებისათვის მხოლოდ სტანდარტული გზავნილის ტიპია.

ონვეი &  ე-კომერსი.
ონვეი დელივერი საკმაოდ გამოცდილი კომპანიაა ონლაინ მაღაზიებთან ურთიერთობაში. ის მაქსიმალურად ერგება ინტერნეტი მაღაზიების მოთხოვნებს და სთავაზობს თანამედროვე და დახვეწილ მომსახურეობას. ონვეი გთავაზობთ
– ონლაინ საიტზე საკურიერო სისტემის ინტეგრაციას
– თანხის კურიერთან გადახდის მომსახურეობას
– ამანათის სამი დღით შენახვას
– გზავნილების მართვის ონლაინ პორტალს
– SMS და EMAIL შეტყობინებები გზავნილის სტატუსზე

ონვეი გთავაზობთ დამატებით სერვისებს:

  • კონფიდენციალური გზავნილი, რომელიც გულისხმობს ამანათის, დოკუმენტის  ხელიდან-ხელში ჩაბარებას.
  • დოკუმენტის უკან მიწოდება, რაც გულისხმობს დოკუმენტის ადრესატიდან ადრესანტამდე უკან დაბრუნებას.
  • თანხის კურიერთან გადახდის მომსახურება, როდესაც ადრესატი თანხას იხდის არა სხვა საშუალებით არამედ ონვეის კურიერთან.
  • ამანათის 3 დღით შენახვა. შესაძლებელია ონვეის საწყობში ამანათის სამი დღით შენახვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ონვეის ოპერატორთან 032 2 00 48 48