შეთავაზება ონლაინ მაღაზიებს
იანვარი 9, 2018

რა არის ონვეი დელივერი?

რა არის ონვეი დელივერი?

ონვეი დელივერი არის ქართული საკურიერო კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებულ მომსახურებას სთავაზობს.

ბოლო წლების განმავლობაში ქართული ბაზრის ზრდისა და ხასიათის ცვლილების შედეგად, გაჩნდა სრულიად ახალი მოთხოვნები სხვადასხვა ინდუსტრიაში, რამაც, რასაკვირველია, საკურიერო ბაზარზეც მოახდინა გავლენა. ვაკვირდებოდით რა ამ ცვლილებებს, ვხედავდით სხვადასხვა შესაძლებლობებს, გზადაგზა გვიჩნდებოდა ახალი იდეები და შედეგად, გადავწყვიტეთ ონვეი დელივერის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული საკურიერო კომპანიის შექმნა.

ჩვენ შევძელით ტრადიციული, ფურცლებით სავსე პროცესები გაგვემარტივებინა და ციფრულ პლატფორმაზე გადაგვეტანა. დღეს კი ჩვენი მიზანია არსებული მომხმარებლების ციფრულ ტექნოლოგიებთან დაახლოება და ონვეი დელივერის პლატფორმასთან ადაპტაცია.

ონვეი დელივერის  მუშაობის სტრატეგია ეფუძნება თანმიმდევრულობასა და სრულყოფილებას, სწორედ ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია დახვეწილი და ორგანიზებული პროცესების დანერგვა. სამუშაო პროცესში ონვეი ზრუნავს თითოეული ეტაპის ხარისხიან შესრულებაზე და ცდილობს დაამკვიდროს საკურიერო მომსახურების ახალი კულტურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *