რა არის ონვეი დელივერი?
იანვარი 9, 2018
Tracking ფუნქცია
იანვარი 9, 2018

შეთავაზება ონლაინ მაღაზიებს

თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, ან გინდათ, რომ ამ საქმიანობით დაკავდეთ, აუცილებელია დეტალურად გაერკვეთ ყველა იმ საკითხში , რომელიც თქვენი პროდუქტის საიტიდან მომხმარებლის სახლამდე განვილილ თითოეულ ეტაპს ეხება. უფრო კონკრეტულად კი:

პირველ რიგში, ონლაინ მაღაზიას უნდა გააჩნდეს ინტეგრირებული საკურიერო სისტემა, რაც გულისხმობს საიტზე ყიდვისას ინფორმაციის ავტომატურად მიწოდებას. ეს ამარტივებს კომუნიკაციას ონლაინ მაღაზიასა და საკურიერო კომპანიას შორის და ზოგავს უამრავ დროსა და რესურს.

ამავე დროს აუცელებელია გზავნილების მართვის პორტალის არსებობა, რათა მარტივად მოხდეს სრული ინფორმაციის მოპოვება კონკრეტული მომხმარების კონკრეტულ ამანათზე.

ონლაინ მაღაზიების უმეტესობა დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, რადგან არ აქცევენ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს , როგორიც ზედნადებები და შემოსავლების სამსახურია. აუცილებელია მოწესრიგებული იყოს ზედნადებები და მაღაზია დაზღვეული იყოს მსგავსი რისკიგან.

გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ონლაინ თანხის გადახდას ეჭვით უყურებს და ერიდება. ამიტომ აუცილებელია მსგავსი მომხმარებლებისთვის ადგილზე გადახდის მექანიზმის შემუშავება, რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ყველა სახის მომხმარებელი.

აღსანიშნავია მომხმარებელთა გეოგრაფიული სტატისტიკა. კერძოდ ინტერნეტის გავრცელებამ ონლაინ მაღაზიები ხელმისაწვდომი გახადა რეგიონებშიც და შეკვეთების დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებიდან მოდის. ამიტომ აუცილებელია, კომპანიამ უზრუნველყოს ზემოხსენებული სეგმენტის მოთხოვნები.

არსებობს მომხმარებელთა ტიპი, რომლებიც ჩქარობენ სასურველი პროდუქტის შეძენას და მათი მიღება იმავე დღეს, რამდენიმე საათში უნდათ. სწორედ ამიტომ, ინტერნეტ მაღაზიას უნდა შეეძლოს მსგავსი ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ყოველივე ზემოხსენებული მნიშვნელოვანია თითოეული ელ.კომერციურლი კომპანიისთვის. სწორედ ამიტომ, ონვეი მზადაა ითანამშრომლოს თქვენთან, გაგიწიოთ სრული კონსულტაცია და დააკმაყოფილოს ზემოთ ხსენებული საკითხები, თქვენი ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *